აკადემიური ინსტიტუციების როლი კლიმატის ცვლილების გამოწვევების საპასუხოდ BTU და ADA უნივერსიტეტის ერთობლივი ღონისძიება
აკადემიური ინსტიტუციების როლი კლიმატის ცვლილების გამოწვევების საპასუხოდ
BTU და ADA უნივერსიტეტის ერთობლივი ღონისძიება კლიმატის ცვლილების
29-ე კონფერენციის – COP29 (Conference of the Parties) – პარალელურად
ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა, აზერბაიჯანის ADA უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, უმასპინძლა ონლაინ დისკუსიას თემაზე ,,აკადემიური ინსტიტუციების როლი კლიმატის ცვლილების გამოწვევების საპასუხოდ.“ ღონისძიება ჩატარდა გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის – COP29 (Conference of the Parties) – პარალელურად და იგი მიზნად ისახავდა მდგრადი განვითარების პროცესში უნივერსიტეტების და აკადემიური საზოგადოების როლის წარმოჩენას. შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპის და სამხრეთ კავკასიის რეგიონის და უკრაინის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებათა წარმომადგენლები, სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები. თემატური პანელის მომხსენებლებს შორის იყვნენ მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის – POLIMI, ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის – KU Leuven, კორუნიას უნივერსიტეტის – UDC, აზერბაიჯანის ADA უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები. პანელურ დისკუსიაში ჩაერთო ენერგოეფექტურობის ცენტრი.
BTU-ს და ADA-ს ერთობლივი პანელური დისკურია წარმოადგენს საქართველოში პირველ აკადემიურ დისკუსიას, რომელიც სრულად დაეთმო COP29–ის დღის წესრიგს და ჩატარდა კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის პარალელურად (side-event).
მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს იმ ღონისძიებების მნიშვნელობას, რომელიც ხელს შეუწყობს აკადემიური ინსტიტუციების ფარგლებში შექმნილი ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას: ტრანსრეგიონული თანამშრომლობა, ინტერდისციპლინური კვლევები და სწავლება, ინკლუზიური აკადემიური გარემო და დარგის ექსპერტების ერთიანი ძალისხმევა, ტრანსფორმაციული, ცვლილებებზე ორიენტირებული პროგრამების დანერგვა და სხვა.