ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის Harvard MOC Affiliate Network-ის წევრობა განახლდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ჰარვარდის ბიზნესის სკოლის კონკურენციისა და სტრატეგიის ინსტიტუტის – Harvard MOC Affiliate Network წევრობა განახლდა.
აღნიშნული წევრობის ფარგლებში უნივერსიტეტს სასწავლო პროცესში ჰარვარდის სასწავლო რესურსებისა და მეთოდოლოგიის გამოყენების საშუალება აქვს, როგორც „კონკურენტუნარიანობის მიკროეკონომიკის“ მიმართულების კურსების, ისე სხვა საგნების ფარგლებში – ჰარვარდის რესურსების მიხედვით სწავლება BTU-ში 2023 წლიდან დაიწყო.
გარდა ამისა, წევრობის ფარგლებში აფილირებული წევრის სტატუსით, BTU-ს ასოცირებული პროფესორი ვახტანგ ჩქარეული სასწავლო ვიზიტით ჰარვარდში გაემგზავრება.
ასევე აფილირებული წევრის სტატუსით, BTU-ს გუნდს შესაძლებლობა აქვს, მონაწილეობა მიიღოს თემატურ სამეცნიერო-კვლევით აქტივობებში, საერთაშორისო კოლაბორაციულ ინიციატივებსა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტების განვითარებაში.
MOC აფილირებული ქსელი 2002 წელს შეიქმნა და ამ ეტაპზე პარტნიორობა მოიცავს 100-ზე მეტ საგანმანათლებლო ინსტიტუციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ქსელის მისია და ხედვაა, ჩამოყალიბდეს ადგილობრივი შესაძლებლობები კონკურენტუნარიანობის შესასწავლად და გასაუმჯობესებლად.