ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- ინფრასტრუქტურის და აღჭურვილობის მდგომარეობის და ექსპლუატაციის წესების დაცვის, უსაფრთხოებისა და სანიტარული ნორმების შესრულების უზრუნველყოფა, მდგომარეობის კონტროლი, გაუმჯობესება;
- ინფრასტრუქტურის, მატერიალურ-ტექნიკური რესურსების და ტექნიკური მომსახურების, შეკეთების (მიმდინარე და კაპიტალური) და პროფილაქტიკის განხორციელების მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმების შედგენა, მათი განხორციელების ორგანიზება და კონტროლი შესრულებაზე;
- ბტუ-ს მიზნებისათვის შეძენილი და მიწოდებული მატერიალური რესურსების/პროდუქციის/მომსახურების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, შეუსაბამო ხარისხის პროდუქციის/მომსახურების შესყიდვის გამორიცხვა (შეწყვეტა);
- ბტუ-ში დადგენილი შესყიდვების პროცედურის მოთხოვნათა საფუძველზე რესურსების, მასალებისა და მომსახურების შესყიდვა, აუცილებლობის შემთხვევაში სამუშაოების წარმოებისათვის გარე ორგანიზაციის/პირის შერჩევის/მოწვევის პროცესის ორგანიზება;
- სამსახურის კომპეტენციის სფეროს შესაბამისად დაინტერესებულ პირთა აზრის შესწავლა;
- სხვა ფუნქციების შესრულება, რაც განსაზღვრულია ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის დებულებით – https://drive.google.com/file/d/1QitHmEF_xrghyKyj0NsAO_biu7rLM3yY/view
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ანალოგიური ფუნქციების შესრულების გამოცდილება (არანაკლებ 2 წელი);
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა.
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.
პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
- რეზიუმეს გადარჩევა;
- გასაუბრება.
სამუშაო ადგილიდა პირობები:
- სამუშაო ადგილი – ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N82
- სამუშაო განრიგი – სრული
- შრომის ანაზღაურება – შეთანხმებით
შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად.
- დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე – [email protected];
- გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;
- რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 8 ივლისი;
- დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით [email protected]
შენიშვნა:
– ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაუკავშირდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს;
– პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.