ვებინარი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ენერგოეფექტურობის საკითხებზე
16 მაისს, 17:00 საათზე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით და ‘The 3-E Partnership Project’ გუნდის მონაწილეობით ჩატარდება ვებინარი თემაზე ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ენერგოეფექტურობის საკითხების მიმოხილვა’’ /Energy Efficiency in the Eastern Partnership: Georgia, Azerbaijan and Ukraine in Focus. ვებინარი დაეთმობა:
- საერთაშორისო პროექტის – ‘The 3-E Partnership Project’ – ფარგლებში თავმოყრილი ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარებას;
- საქართველოში, აზერბაიჯანსა და უკრაინაში ენერგოეფექტურობის პოლიტიკისა და პრაქტიკის მიმოხილვას;
- ზემოაღნიშნულ ქვეყნებში ენერგოეფექტურობის კონტექსტის ამსახველი უახლესი ანგარიშების წარდგენას.
ვებინარი ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ CBHE პროექტის ფარგლებში – ‘The European Energy Efficiency towards Mutually Reinforcing Partnership with Georgia, Azerbaijan and Ukraine’ (‘3-E Partnership Project) და იგი განკუთვნილია ენერგოეფექტურობის საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისთვის, პრაქტიკოსებისთვის, ასევე, ენერგოპოლიტიკის განმახორციელებელი ორგანიზაციებისთვის. ვებინარზე მომხსენებლებს შორის არიან The 3-E Partnership პროექტის კონსორციუმის წარმომადგენლები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან. ღონისძიების დღის წესრიგი, ძირითად მოხსენებებთან ერთად, ითვალისწინებს კითხვა-პასუხის და დისკუსიის სესიას.
ვებინარი ჩატარდება Google Meet პლატფორმაზე. შეხვედრის სამუშაო ენაა ინგლისური. დასწრების მსურველებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე