“ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში” პროექტის ფარგლებში პირველი ნაკადის ლექტორთა/მენტორთა რეგისტრაცია დაიწყო!
“ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში” პროექტის ფარგლებში პირველი ნაკადის ლექტორთა/მენტორთა რეგისტრაცია დაიწყო!
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინანსებით და ქალთა გაძლიერების წამყვანი ლიეტუვური ორგანიზაციის – Women Go Tech-ის ჩართულობით.
ინიციატივის ფარგლებში, დაგეგმილია ტექნოლოგიურ სექტორში ქალების გაძლიერება და განვითარება მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტი გულისხმობს ინდუსტრიის საჭიროებებზე მორგებული ახალი კურსების შემუშავებას, ინტენსიური 5 თვიანი სწავლა/სწავლებისა და მენტორობის პროგრამების განხორციელებას და დაინტერესებულ საჯარო და კერძო სტრუქტურებთან პარტნიორობას, რათა შეიქმნას დასაქმების მეტი შესაძლებლობა სწრაფად მზარდი ტექნოლოგიების სფეროში და აღმოიფხვრას გენდერული უთანასწორობა.
პროექტის ფარგლებში, ლექტორი ან/და მენტორი ბენეფიციარს დაეხმარება ინფორმაციის, რჩევისა და გამოცდილების გაზიარებაში. ასევე, მენტორი ხელს შეუწყობს ბენეფიციარს მისი პოტენციალის გაცნობიერებასა და სირთულეების გადალახვაში.
სამენტორო პროგრამები
პროექტის ფარგლებში, სამენტორო პროგრამები მიმდინარეობს რეგისტრაციის დროს არჩეულ ერთ-ერთ ტექ მიმართულებაში:
- Front-end დეველოპმენტი
- კიბერ უსაფრთხოება
- გრაფიკული დიზაინი
- UI/UX დიზაინი
- ციფრული მარკეტინგი
მნიშვნელოვანი თარიღები
ლექტორების/მენტორების პირველი ნაკადის რეგისტრაციის დაწყება: 22 აპრილი, 2024
რეგისტრაციის დასრულება: 7 ივნისი, 16:00 საათი
პროგრამის/სწავლების განხორციელების განრიგი:
პირველი ნაკადი: ივლისი-ნოემბერი, 2024
ლექტორობით/მენტორობით დაინტერესებულ პირთა რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგ ბმულზე.
ლექტორების/მენტორების ასაკობრივი ჯგუფი და გამოცდილება
სამენტორო პროგრამის მიზნობრივი ჯგუფია 18+ წლის პირები, პროექტის ფარგლებში შემოთავაზებულ ტექ მიმართულებებში მინიმუმ სამ წლიანი პროფესიული ან/და სწავლების გამოცდილებით.
შერჩევის პროცესი და ეტაპები
- რეზიუმეების გადარჩევა
- გასაუბრება
პროექტის ლექტორები/მენტორები ვალდებულნი არიან ხელი მოაწერონ “ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში” პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის მიერ მოწოდებულ სპეციალურ ხელშეკრულებას, რომელიც არეგულირებს პროექტის და პროექტის ლექტორების/მენტორების თანამშრომლობის პირობებს, უფლება-მოვალეობებს, ვალდებულებებს და ამ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობის ზომებს/სახეებს.
ლექტორის განრიგი
- Front-end დეველოპმენტი – კვირაში 1 შეხვედრა (2 საათი); შეხვედრების სავარაუდო განრიგი: 19:00-21:00;
- კიბერ უსაფრთხოება – კვირაში 1 შეხვედრა (2 საათი); შეხვედრების სავარაუდო განრიგი: 19:00-21:00;
- გრაფიკული დიზაინი – კვირაში 1 შეხვედრა (2 საათი); შეხვედრების სავარაუდო განრიგი: 19:00-21:00;
- UI/UX დიზაინი – კვირაში 1 შეხვედრა (2 საათი); შეხვედრების სავარაუდო განრიგი: 19:00-21:00;
- ციფრული მარკეტინგი – კვირაში 1 შეხვედრა (2 საათი); შეხვედრების სავარაუდო განრიგი: 19:00-21:00;
არასამუშაო დღეებში (შაბათი და კვირა) შეხვედრები, შესაძლებელია, დაიგეგმოს დღის საათებშიც.
მენტორის განრიგი

მენტორობის ფორმატი
ჰიბრიდული:
- სწავლა/სწავლება და მენტორობა – ონლაინ ფორმატი
- დამატებითი აქტივობები – დასკვნითი ღონისძიება, ნეთვორქინგ სესიები – ფიზიკური ფორმატი
რეგისტრაციის დროს გასათვალისწინებელი ინფორმაცია
სწავლების პროცესში სრულყოფილად მონაწილეობისთვის, აუცილებელია, პროექტის მენტორს ჰქონდეს Gmail-ის ანგარიში (ელ-ფოსტა). აღნიშნულიდან გამომდინარე, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება Gmail-ის ელ-ფოსტის საშუალებით.