MarTech Lab
MarTech Lab – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და ციფრული სააგენტო Quick • ქუიქი-ის პარტნიორობით BTU-ში მარკეტინგული ინოვაციების ლაბორატორია (Martech Lab) დაფუძნდა.
Martech Lab-ის მიზანია საქართველოს მარკეტინგული ბაზარი ტექნოლოგიურად მოწინავე ინდუსტრიად გარდაქმნას. ლაბორატორიის ფარგლებში მიმდინარეობს პროექტი, რომელშიც ჩართულია BTU-ს სტუდენტებისა და Quick-ის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული გუნდები.
პროექტი ითვალისწინებს:
- მარკეტინგის მიმართულებით თანამედროვე ტექნოლოგიების აღმოჩენასა და შეფასებას;
- მარკეტინგული პროცესების შესწავლას, აღმოჩენილი ტექნოლოგიების მათთან ინტეგრაციასა და ოპტიმიზაციის ანალიზს;
- ტექნოლოგიების გამოყენების საუკეთესო ტაქტიკების შემუშავებას, დატესტვას ანალიზსა და გაუმჯობესებას.’