ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
აცხადებს ვაკანსიას
შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობა:
- შრომის უსაფრთხოების საკითხების შესაბამისი დოკუმენტების მომზადება;
- შრომის უსაფრთხოები საკითხებთან დაკავშირებით მეთოდური ხელმძღვანელობა;
- სტრუქტურულ ერთეულებში შრომის უსაფრთხოების წესების შესაბამისად დოკუმენტების მომზადება-გაფორმებაში მონაწილეობის მიღება და მასზე ზედამხედველობა;
- შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებთან კომუნიკაციის, საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის/გამოთხოვისა და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
- მარეგულირებელი ორგანოების პრეტენზიის განხილვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შესაბამისი პასუხის მომზადება, რეკომენდაციის გაცემა ან/და წარმოდგენილი რეკომენდაციის შესაბამისად წერილის/პასუხის მომზადება;
- ბტუ-ს ხელმძღვანელობასთან და სხვა დასაქმებულ პირებთან შრომის უსაფრთხოების საკითხებზე შესაბამისი კონსულტაციის/განმარტების გაცემა, შესაბამისი დოკუმენტაციისა და აქტების გაფორმება და სხვ.
- შრომის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობა, ბტუ-ს მიერ დადგენილი წესით დოკუმენტაციის მომზადება, ანგარიშგება.
პიროვნული უნარები:
- პუნქტუალური, პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული, მოტივირებული, დეტალებზე ორიენტირებული, ყურადღებიანი, კოლეგიალური, კომუნიკაბელური
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის გავლის ვადიანი სერტიფიკატის არსებობა;
- შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობის/მსგავსი ფუნქციების შესრულების არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
- ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
- რეზიუმეს გადარჩევა;
- გასაუბრება.
სახელფასო განაკვეთი და სამუშო გრაფიკი:
- ანაზღაურება 1300 ლარი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადების ჩათვლით;
- სამუშაო ადგილი – ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N82.
დამატებითი ინფორმაცია:
- დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე – [email protected];
- გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;
- რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 26 მარტი;
- დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით [email protected]
შენიშვნა:
– ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაუკავშირდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს;
– პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.