ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის მენეჯერის პოზიციაზე
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ინფრასტრუქტურის (ბტუ-ს შენობა-ნაგებობები, მიმდებარე ტერიტორის, ინვენტარი, სხვ.) და აღჭურვილობის მდგომარეობის კონტროლი, უსაფრთხოების და სანიტარული ნორმების შესრულების უზრუნველყოფა, პრობლემების აღწერა და დროული რეაგირება;
- საოფისე ინვენტარისა და საკანცელარიო ნივთების შეძენა ბტუ-ში დადგენილი შესყიდვების პროცედურის შესაბამისად. შესყიდვების დოკუმენტირება (კონტრაქტები, ხელშეკრულებები, შეთანხმებები და სხვა დოკუმენტები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად);
- სასაწყობე მარაგების აღრიცხვა, მართვა, ინვენტარის შეკვეთა, მიღება, გაცემა;
- ბტუ-ს მატერიალური რესურსების ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა, დოკუმენტირება;
- ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის ფარგლებში დოკუმენტების შედგენა-მოწესრიგება ბტუ-ს მიერ დადგენილი წესით;
- სხვა ფუნქციების შესრულება, რაც დაკავშირებულია ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის მენეჯერის ფუნქ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- არანაკლებ ბაკალავრის ხარისხი;
- ანალოგიური ფუნქციების შესრულების არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერის საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.
პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
- რეზიუმეს გადარჩევა;
- გასაუბრება.
შრომის ანაზღაურება:
შრომის ანაზღაურება – 1300 ლარი, კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გარეშე.
დამატებითი ინფორმაცია:
- დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე – [email protected];
- გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;
- რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 06 თებერვალი;
- დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით hr @btu.edu.ge
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაუკავშირდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს; – პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური
მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.