ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამა საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ქალაქ ვიგოში მდებარე პროფესიულ ცენტრში – Centro Concertado de Formación Profesional Daniel Castelao (ესპანეთი)!
ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამა საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ქალაქ ვიგოში მდებარე პროფესიულ ცენტრში – Centro Concertado de Formación Profesional Daniel Castelao (ესპანეთი):
კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ: ბაკალავრიატის საფეხურის მეორე და მესამე კურსის სტუდენტებს.
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა.
მობილობის პერიოდი: იანვარი-მარტი, 2023/2024 სასწავლო წელი.
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, ყოველთვიური სტიპენდია: 850 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად).
სააპლიკაციო პროცესი:
დაინტერესებულმა სტუდენტებმა არაუგვიანეს 2023 წლის 28 დეკემბრის 15:00 საათისა უნდა გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: international@btu.edu.ge
- მეილის სათაურში ქართულ ენაზე მიუთითეთ: სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (ბაკალავრიატი);
- მეილის ტექსტში მიუთითეთ: სახელი და გვარი (ლათინურად, როგორც პასპორტში გაქვთ), სწავლის საფეხური (Master), აკადემიური მოსწრების საშუალო ქულა (როგორც ნიშნების ფურცელში გაქვთ);
- მეილზე დანართის სახით გადმოაგზავნეთ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო დოკუმენტაცია PDF ფორმატში; თითოეულ მათგანს დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად (მაგ.: Name & Surname_Motivation)
სააპლიკაციო დოკუმენტაცია:
- CV-ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
- სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერტიფიკატი (ინგლისურენოვანი სტუდენტებისთვის საკმარისია უნივერსიტეტში ჩაბარებული ენის კომპეტენციის დასადგენი ტესტირების ცნობა – მინიმუმ B2 დონე – გაცემული სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მიერ) *
- პასპორტის ასლი
კანდიდატთა შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შეგროვება და სააპლიკაციო დოკუმენტების [email protected]ზე გადმოგზავნა სტუდენტის მიერ;
- დოკუმენტაციის შემოწმება/eligibility check განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ;
- გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან;
- კანდიდატებიდან სტიპენდიატების საბოლოო შერჩევა მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ.
კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები:
- აკადემიური მოსწრება: 0-10
- მოტივაცია: 0-10
- ზეპირი პრეზენტაცია/ენობრივი კომპეტენცია: 0-10
- მოწყვლადი ჯგუფები: 0-1
დამატებითი ინფორმაცია:
- გაეცანით გზამკვლევს, რომელიც დეტალურად აღწერს მიმდინარე კონკურსში მონაწილეობის პროცესს;
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ [email protected]ზე.