ორი სადიპლომო პროგრამები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მეხუთე სემესტრის სტუდენტებისთვის!
სასურველი უნივერსიტეტების და პროგრამების ჩამონათვალი:
ბრაგანსას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია
პროგრამის დასახელება: Bachelor in International Business Management
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა (საკმარისია, BTU-ში ჩაბარებული B2 დონის ტესტირების დამადასტურებელი ცნობა) & 180 სავალდებულო კრედიტის დაგროვება 2023/2024 სასწავლო წელს
პროგრამის განხორციელების პერიოდი: 2024/2025 სასწავლო წელი
პროგრამის ხანგრძლივობა: 10 თვე
პროგრამის საფასური: 1090€ (შესაძლოა, მცირედით გაიზარდოს 2024/2025 წლისთვის)
ბრაგანსას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია
პროგრამის დასახელება: Bachelor in Informatics Engineering
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა (საკმარისია, BTU-ში ჩაბარებული B2 დონის ტესტირების დამადასტურებელი ცნობა) & 180 სავალდებულო კრედიტის დაგროვება 2023/2024 სასწავლო წელს
პროგრამის განხორციელების პერიოდი: 2024/2025 სასწავლო წელი
პროგრამის ხანგრძლივობა: 10 თვე
პროგრამის საფასური: 1090€ (შესაძლოა, მცირედით გაიზარდოს 2024/2025 წლისთვის)
ვიურცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია
პროგრამის დასახელება: Bachelor of Arts (International Management) ან Bachelor of Arts (Betriebswirtschaft)
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა (საკმარისია, BTU-ში ჩაბარებული B2 დონის ტესტირების დამადასტურებელი ცნობა) & 180 სავალდებულო კრედიტის დაგროვება 2023/2024 სასწავლო წელს
პროგრამის განხორციელების პერიოდი: 2024/2025 სასწავლო წელი
პროგრამის ხანგრძლივობა: 10 თვე
პროგრამის საფასური: 300€
ნიუ იორკის უნივერსიტეტი პრაღაში, ჩეხეთი
პროგრამის დასახელება: European Bachelor of Business Administration
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა (სავალდებულოა, IELTS ან TOEFL-ის ქონა) & 180 სავალდებულო კრედიტის დაგროვება 2023/2024 სასწავლო წელს
პროგრამის განხორციელების პერიოდი: 2024/2025 სასწავლო წელი
პროგრამის ხანგრძლივობა: 10 თვე
პროგრამის საფასური: 9800$
სააპლიკაციო პროცესი:
დაინტერესებულმა სტუდენტებმა არაუგვიანეს ა/წ 20 დეკემბრის 13:00 საათისა უნდა გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]
- მეილის სათაურში ქართულ ენაზე მიუთითეთ: სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (ბაკალავრიატი);
- მეილის ტექსტში მიუთითეთ: სახელი და გვარი (ლათინურად, როგორც პასპორტში გაქვთ), სწავლის საფეხური (Bachelor), აკადემიური მოსწრების საშუალო ქულა (როგორც ნიშნების ფურცელში გაქვთ), სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი.
- მეილზე დანართის სახით გადმოაგზავნეთ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო დოკუმენტაცია PDF ფორმატში; თითოეულ მათგანს დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად (მაგ.: Name & Surname_Motivation)
სააპლიკაციო დოკუმენტაცია:
- CV-ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
- სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერტიფიკატი
- სკოლის ატესტატის ასლი (ქართულ და ინგლისურ ენაზე)
- პასპორტის ასლი
კანდიდატთა შესარჩევი პროცესი:
- სააპლიკაციო დოკუმენტაციის შეგროვება და [email protected]ზე გადმოგზავნა სტუდენტის მიერ;
- დოკუმენტაციის შემოწმება/eligibility check განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ;
- გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან;
- კანდიდატებიდან სტიპენდიატების საბოლოო შერჩევა მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ.
დამატებითი ინფორმაცია:
- სტიპენდიებისა და სააპლიკაციო პროცედურების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება ა/წ 6 დეკემბერს 14:00 საათზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, ოთახი N210. შეხვედრაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგი ბმულის მეშვეობით;
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ [email protected]ზე.