„500 ქალი ტექში“ ევროპარლამენტში გამართულ სამიტზე გამარჯვებულ პროექტად დასახელდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროექტი „500 ქალი ტექში“ ბრიუსელში, ევროპარლამენტში Emerging Europe-ის მიერ გამართულ სამიტზე, გამარჯვებულ პროგრამად Future-proof Education კატეგორიაში დასახელდა!
2023 წლის 8 ნოემბერს ბრიუსელში შეუმჩნეველი არ დარჩენილა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 60-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის, ბიზნეს სექტორისა და ფიზიკური პირების მუშაობა. შედეგად, Future-proof Education კატეგორიაში გაიმარჯვა პროგრამამ “ 500 ქალი ტექში” გამორჩეული, საუკეთესო პრაქტიკითა და ინოვაციურობით რეგიონის ფარგლებში.
გამარჯვებულები დასახელდნენ ევროპის 5 მდგრადობის მიზნის მიმართულებით.
სამიტზე Architect of Tomorrow კატეგორიაში, საქართველოდან გამარჯვებულად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე დასახელდა.
აღნიშნულ კატეგორიაში ნომინირებული ინსტიტუციები შეფასდნენ იმ პროექტებისა და ინიციატივების ხარისხით, რომელიც ბენეფიციარებს ციფრულ ეპოქაში უწყვეტი განათლებისა და სწავლების საუკეთესო გადაწყვეტილებებს სთავაზობს.
პროექტი „500 ქალი ტექში“ ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, კერძო სექტორის ჩართულობით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში უამრავი კომპანია სხვადასხვა ეტაპზე იყო ჩართული, მათ შორის: TBC; Quantori; EPAM Georgia; Exadel; Exactpro; Liberty; Sambrella; GITA; Orient Logic; GEOSTQB; Travel Guide, Noxtton; Phubber; Sweeft Digital; HT Solutions; Scandiweb; Impact Hub; Maverik; Kraken; B2C; Savvy; Pasha Bank I Re Bank; Basis Bank; Tera Bank; Credo Bank; BOG; TNET; Crystal; Watergunz, Lineate; Oppa; Flat Rock Technology; Space; Windfor’s; Concept Digital; Loialte; Adjara Group; Upway, Academy of Digital Industries, Kraken.
პროექტი სხვადასხვა მიმართულებით 500 ქალის გადამზადებას ითვალისწინებდა, თუმცა უპრეცედენტო დაინტერესებიდან გამომდინარე, ჯამში 1000-მდე მონაწილე გადამზადდა. პროექტის მიზანი ტექნოლოგიების მიმართულებით ქალების გადამზადება, მათი დასაქმების ხელშეწყობა და საბოლოოდ, ტექნოლოგიების სფეროში გენდერული დისბალანსის აღმოფხვრაა. აღსაღნიშნავია, რომ პროექტის მიმდინარეობისას დაიწყო ომი უკრაინაში და უკრაინელებს საქართველოში ჩამოსვლა მოუწიათ. სწორედ ამიტომ, გაეროს ინიციატივით პროექტის მიმდინარეობისას პროცესში 58 უკრაინელი ბენეფიციარებისთვის ციფრულ მარკეტინგისა და ციფრული პროდუქტის ტესტირების მიმართულებით ჯგუფები დაემატა.
მნიშვნელოვანია, რომ 2021 წელს, აღნიშნულ კონკურსში BTU-ს პროექტმა Coding School for Women ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა.
Emerging Europe-ის მიერ გამართულ სამიტზე კონკურსი 2018 წლიდან იმართება და გამარჯვებულებს ევროპის წამყვან ინსტიტუციებს შორის, სხვადასხვა ნომინაციაში ასახელებს.