CBHE პროექტის სამუშაო ვიზიტი ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში
26-29 სექტემბერს, ბელგიის ქალაქ გენტში, ლეუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მონაწილეობით გაიმართა სამუშაო ვიზიტი ,,Erasmus+”-ის საგრანტო პროექტის HEin 4.0 ფარგლებში.
ვიზიტი ითვალისწინებდა საკოორდინაციო შეხვედრას – პროექტის მიმდინარე აქტივობების შეჯამებას და სამომავლო აქტივობების დაგეგმვას, ასევე პარადიგმა 4.0 კონცეფციის განვითარებისთვის ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილების გაცნობას.
სამუშაო შეხვედრებს ესწრებოდნენ პროექტში ჩართული პარტნიორი უნივერსიტეტიების წამომადგენლები საქართველოდან, უკრაინიდან, ბელგიიდან და შვედეთიდან.
ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ უნივერსიტეტის ქარხნებს, ლაბორატორიებსა და სასწავლო ცენტრებს, ასევე უნივერსიტეტის მიზნებისა და მისიის შესახებ მონაწილეებმა მიიღებს ინფორმაცია უნივერსიტეტის კანცლერისგან.
ვიზიტის მონაწილეებს ჩაუტარდათ სემინარი კომპიუტერული მეცნიერებების კვლევასა და ტექ.ტრანსფერის შესახებ.ვიზიტში მონაწილეობდა BTU-ს ადმინისტრაციის 3 წარმომადგენელი.
პროექტ HEIn4 პროექტის სტრატეგიული მიზანია: საქართველოსა და უკრაინის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაძლიერება ინდუსტრიულ ტრანსფორმაციაში ინდუსტრიული პარადიგმა 4.0-ის მეშვეობით.
პროექტის პარტნიორები:
ევროპული უნივერსიტეტები და ორგანიზაციები:
ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი, ბელგია (პროექტის კოორდინატორი)
პორტოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია
სტოკჰოლმის სამეფო ტექნოლოგიური ინსტიტუტი, შვედეთი
გენტის ვოლვოს ავტოქარხანა, ბელგია
საქართველო:
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
უკრაინა:
დონეცკის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი
ლუცკის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი
უკრაინის ეროვნული მეტალურგიული აკადემია
ოდესის ი.ი. მეჩნიკოვის სახელობის ნაციონალური უნივერსიტეტი
ფესტოს საწარმო