კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის პროექტის ფარგლებში მეორე ნაკადის ბენეფიციარების რეგისტრაცია იწყება
ტექნოლოგიებში ქალთა როლის გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, USAID-ის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის პროგრამის ფარგლებში და 40-მდე პარტნიორი კომპანიის მხარდაჭერით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ახორციელებს უპრეცედენტო მასშტაბის პროექტს – “კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის”.
მომზადება / გადამზადების პროგრამები
პროექტის ფარგლებში ბენეფიციარების მომზადება/გადამზადება მიმდინარეობს შემდეგ ტექ მიმართულებებში:
- ტექ ინგლისური (A1/A2 და B1/B2 დონეები)
- ციფრული მარკეტინგი
- გრაფიკული დიზაინი
- ციფრული პროდუქტების ტესტირება
- UI/UX დიზაინი
- Front-end დეველოპმენტი (საჭიროებს წინარე გამოცდილებასა და ცოდნას ტექნოლოგიებში/ტექნიკურ საგნებში), კანდიდატებს დამატებით ჩაუტარდებათ ტესტირება/გასაუბრება
- Back-end დეველოპმენტი – Python ან C# (საჭიროებს წინარე გამოცდილებასა და ცოდნას ტექნოლოგიებში/ტექნიკურ საგნებში), კანდიდატებს დამატებით ჩაუტარდებათ ტესტირება/გასაუბრება
*C#-ის ჯგუფი გაიხსნება იმ შემთხვევაში, თუ კურსზე დარეგისტრირებული ბენეფიციარების რაოდენობა, რომლებიც, ასევე, წარმატებით გაივლიან დამატებით ტესტირებას/გასაუბრებას იქნება 25. Სხვა შემთხვევაში, შეთავაზებული იქნება სრულად Python კურსი.
მნიშვნელოვანი თარიღები
აპლიკაციების მიღება: 15 სექტემბერი-9 ოქტომბერი, 2023
Შესარჩევი პროცესი: 9-27 ოქტომბერი, 2023
ტექ ინგლისურის სწავლება: 6 ნოემბერი-15 დეკემბერი, 2023
ტექ კურსების სწავლება: 18 დეკემბერი, 2023 – 20 მარტი, 2024
ინდივიდუალური მენტორშიფი: 8-12 აპრილი, 2024
კარიერული ბუთქემფი: 15-19 აპრილი, 2024
Pitch Yourself ღონისძიება: 26 აპრილი, 2024
დაინტერესებულ პირთა Რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგი ბმულის მეშვეობით
სამიზნე ლოკაციები
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სამიზნე ლოკაციები მოიცავს შემდეგ მუნიციპალიტეტებს:
- თელავი
- გორი/წეროვანის დევნილთა დასახლება
- ახალციხე
- ამბროლაური/ონი
- ტყიბული
- ზუგდიდი/გალი
- წალენჯიხა
- ოზურგეთი
მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებს მეორე ნაკადისთვის ემატება შემდეგი ლოკაციები: მესტია, ზესტაფონი, სენაკი, ქობულეთი, გურჯაანი, თეთრიწყარო, ბორჯომი.
სამიზნე ასაკობრივი ჯგუფი
პროექტის მიზნობრივი ჯგუფია შერჩეულ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები/რეგისტრირებული 16-40 წლის ქალბატონები.
შერჩევის პროცესი და ეტაპები
- ონლაინ სააპლიკაციო ფორმის შევსება
- ზოგადი საბაზისო უნარების ტესტი
- სააპლიკაციო ფორმაში მითითებული სამოტივაციო წერილის შეფასება (მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში)
ზოგადი საბაზისო უნარების ტესტირების შედეგად დგება აპლიკანტების სარეიტინგო სია, რომლის მიხედვითაც ხდება მონაწილეთა განაწილება შესაბამის ჯგუფებში.
სამოტივაციო წერილი უნდა პასუხობდეს შემდეგ კითხვებს:
- რატომ გსურთ პროექტში მონაწილეობა? (1 ქულა)
- რატომ გსურთ კონკრეტულად ამ ტექ კურსის გავლა? (1 ქულა)
- რა გავლენას მოახდენს თქვენ სამომავლო პროფესიულ გეგმებზე აღნიშნული პროექტი? (1 ქულა)
*სააპლიკაციო ფორმაში მოცემული სამოტივაციო წერილი ფასდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რანჟირების ეტაპზე აპლიკანტების ქულები თანაბარია.
პროექტის ბენეფიციარები შესარჩევი ეტაპის დასრულების შემდეგ გადიან ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადგენ ტესტირებას, რათა მათი განაწილება მოხდეს ტექ ინგლისური ენის შესაბამისი დონის კურსზე.
პროექტის ბენეფიციარები ვალდებულნი არიან ხელი მოაწერონ ,,კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის’’ პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის მიერ მიწოდებულ სპეციალურ ხელშეკრულებას, რომელიც არეგულირებს პროექტის და პროექტის ბენეფიციარების თანამშრომლობის პირობებს, ვალდებულებებს და ამ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში (მაგ. კურსიდან გამოთიშვა) პასუსხიმგებლობის ზომებს/სახეებს.
Სალექციო განრიგი
- ტექ ინგლისური – ისწავლება კოდინგის პლათფორმის საშუალებით ვიდეო-გაკვეთილების სახით, ბენეფიციარის სასურველ დროს
- ციფრული მარკეტინგი – კვირაში 2 შეხვედრა/ხანგრძლივობა: 2 საათი/სავარაუდო დრო: 19:00-21:00
- გრაფიკული დიზაინი – კვირაში 2 შეხვედრა/ხანგრძლივობა: 2 საათი/სავარაუდო დრო: 19:00-21:00
- ციფრული პროდუქტების ტესტირება – კვირაში 2 შეხვედრა/ხანგრძლივობა: 2 საათი/სავარაუდო დრო: 19:00-21:00
- UI/UX დიზაინი – კვირაში 2 შეხვედრა/ხანგრძლივობა: 2 საათი/სავარაუდო დრო: 19:00-21:00
- Front-end დეველოპმენტი – კვირაში 2 შეხვედრა/ხანგრძლივობა: 2 საათი/სავარაუდო დრო: 19:00-21:00 ან 15:00-17:00
- Back-end დეველოპმენტი – კვირაში 2 შეხვედრა/ხანგრძლივობა: 2 საათი/სავარაუდო დრო: 19:00-21:00
არასამუშაო დღეებში (შაბათი და კვირა) ლექციები, შესაძლებელია, დაიგეგმოს დღის საათებშიც.
Სწავლების ფორმატი
Დისტანციური
* აქტივობების ნაწილი ჩატარდება ფიზიკურ ფორმატში (Pitch Yourself ღონისძიება).
Რეგისტრაციის დროს გასათვალისწინებელი ინფორმაცია
Სასწავლო პროცესში სრულყოფილად მონაწილეობისთვის აუცილებელია, პროექტის მონაწილეს ჰქონდეს Gmail-ის ანგარიში (ელ-ფოსტა). აღნიშნულიდან გამომდინარე, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება Gmail-ის ელ-ფოსტის საშუალებით.
Აუცილებელია ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი შემდეგი მინიმალური მახასიათებლებით: OS: 64 bit-იანი ვერსია Windows 10, RAM: 4 GB.
Პროექტის პირობებიდან გამომდინარე, პირველი ნაკადის ფარგლებში შერჩეული ბენეფიციარებისთვის რეგისტრაცია არ არის შესაძლებელი.
პროექტში მონაწილე რეგიონული სკოლები და ინსტიტუციები
კომპიუტერისა და ინტერნეტის არმქონე ბენეფიციარებს მოემსახურებათ პროექტის ფარგლებში შექმნილი და ტექნიკურად სრულად აღჭურვილი კოდინგის ქალთა ოთახები შემდეგ ლოკაციებზე:
- ახალციხის N1 საჯარო სკოლა, მის.: მიქუტიშვილის N2
- გორის N5 საჯარო სკოლა, მის.: ზ. რუხაძის ქუჩა N62
- წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლა, მის.: ოზურგეთი, სოფელი ბახვი
- ზუგდიდის N3 საჯარო სკოლა, მის.: რუსთაველის ქუჩა N192
- ამბროლაურის N1 საჯარო სკოლა, ვ. კობახიძის ქუჩა N2
- ონის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახი, ცენტრალური ბიბლიოთეკა (მერიის გვერდზე), ოთახი მხარდაჭერის ნიშნად პროექტს დაუთმო ონის მუნიციპალიტეტის მერიამ სპეციალურად ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის
- ტყიბულის N7 საჯარო სკოლა, მის.: ბრეგვაძის ქუჩა N14
- წალენჯიხის N2 საჯარო სკოლა, მის.: გამსახურდიას ქუჩა N1
- თელავის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, მის.: რუსთაველის გამზირი N11