2023-2024 სასწავლო წლისთვის დოქტორანტების მიღების გამოცხადების შესახებ
2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამებზე მიღების კონკურსის ეტაპები და მათი ვადები, წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი, შიდა გამოცდების/სხვ. ჩამონათვალი, მათი ჩატარების და გასაჩივრების ვადები:
ეტაპი | ვადა/თარიღი | შენიშვნა | |
1 | დოქტორანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება | 16.08.2023-25.08.2023 | საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად |
2 | შიდა გამოცდა ინგლისურ ენაში | 29.08.2023 | მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82.
დაზუსტებული დრო კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით ელ. ფოსტის მეშვეობით |
გამოცდის შედეგების გამოცხადება | 30.08.2023 | https://www.btu.edu.ge | |
გამოცდების შედეგების გასაჩივრება: | სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ.
email: [email protected] |
||
1. საპრეტენზიო განაცხადების მიღება | 31.08.2023 | ||
2. შედეგების გამოცხადება | 01.09.2023 | https://www.btu.edu.ge | |
3 | შიდა გამოცდა საინფორმაციო ტექნოლოგიებში საჭიროების შემთხვევაში („ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში“ პროგრამაზე სწავლის დოქტორანტობის კანდიდატებისთვის) | 04.09.2023 | მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82.
დაზუსტებული დრო კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით ელ. ფოსტის მეშვეობით |
გამოცდის შედეგების გამოცხადება | 05.09.2023 | https://www.btu.edu.ge | |
გამოცდების შედეგების გასაჩივრება: | სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ.
email: [email protected] |
||
1. საპრეტენზიო განაცხადების მიღება | 06.09.2023 | ||
2. შედეგების გამოცხადება | 07.09.2023 | https://www.btu.edu.ge | |
4 | გასაუბრება საკონკურსო დარგობრივ კომისიასთან | 08.09 – 11.09.2023 | მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82.
დაზუსტებული დრო კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით ელ. ფოსტის მეშვეობით |
გასაუბრების შედეგების გამოცხადება | 13.09.2023 | https://www.btu.edu.ge | |
გასაუბრების შედეგების გასაჩივრება: | სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ.
email: [email protected] |
||
1. საპრეტენზიო განაცხადების მიღება | 14.09.2023 | ||
2. შედეგების გამოცხადება | 19.09.2023* |
https://www.btu.edu.ge | |
5 | სტუდენტის ხელშეკრულებების გაფორმება | 20.09.2023 | მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82
სამუშაო დღეები: ყოველდღე, შაბათ–კვირის გარდა. სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ |
6 | ჩარიცხვის ერთიანი აქტის გამოცემა | 22.09.2023 | |
7 | ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება | 22.09.2023 | |
8 | სასწავლო პროცესის დაწყება | 25.09.2023 |
*ბრძანება 02-240; 15.09.2023
კვლევითი მიმართულებები სადოქტორო პროგრამაზე „ბიზნესის ადმინისტრირება“
2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის
- ცირკულარული ეკონომიკა და ბიზნესი
- მწვანე ბიზნესი და ინოვაციები
- კორპორაციული მდგრადობა და ბიზნესის განვითარება
- თანამედროვე ტექნოლოგიები და ბიზნესის განვითარება
მისაღები სტუდენტების რაოდენობა: 5
წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი
სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება“
დოკუმენტი | |
I | სარეგისტრაციო ფორმის შევსება; |
II | პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა/ID ბარათი) დედანი და ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის დედანი) |
III | 2 ფოტოსურათი 3×4 და ელ. ვერსია (CD/DVD დისკზე) |
IV | მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ან მაგისტრის აკადემიური/მასთან გათანაბრებული ხარისხი ნებისმიერი მიმართულებით და ბიზნესის/ეკონომიკის სფეროში მინიმუმ 6 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.
სხვა ქვეყნის უსდ-ში განათლების მიღების შემთხვევაში – განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და განათლების აღიარების დოკუმენტი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლები) |
V | სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის – სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი) |
VI | შერჩეული საკვლევი თემის კონცეფცია, რომელიც ინტერდისციპლინარული კვლევების საფუძველზე მოახდენს ინოვაციური და შემოქმედებითი იდეების გენერირებას და ახალი ცოდნის შექმნას (პრობლემის კომპლექსურობა, კვლევის მოსალოდნელი მიზანი, საკვლევი ჰიპოთეზა, ლიტერატურის მიმოხილვა, მეთოდოლოგის, კვლევის მოსალოდნელი შედეგები და მათი გავლენა კვლევის სფეროზე, 1000-1500 სიტყვა) |
VII | სადისერტაციო თემის სავარაუდო ხელმძღვანელის თანხმობის წერილი, რომლითაც დასტურდება მისი მზაობა უხელმძღვანელოს კანდიდატს პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში. თანხმობის წერილში, ხელმძღვანელმა უნდა დაასაბუთოს შერჩეული თემის აქტუალობა, მნიშვნელობა და/ან ბტუ-ს მიერ პრიორიტეტულად აღიარებული მიმართულებებისადმი შესაბამისობა |
VIII | ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში); |
IX | დოქტორანტობის კანდიდატი, რომლისთვისაც მშობლიური ენა არ არის ქართული, წარადგენს ქართული ენის B2 დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) |
X | CV (დადასტურებული ინფორმაცია განათლების და შრომითი საქმიანობის შესახებ); |
კვლევითი მიმართულებები სადოქტორო პროგრამაზე “ციფრული მმართველობა და
ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში“ 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის
- ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვის სფეროში;
- ციფრული დიპლომატია;
- ციფრული ეკონომიკა და ფინანსები;
- ციფრული განათლება;
- ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი უსაფრთხოების სფეროში;
- ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი იუსტიციის სისტემაში;
- ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი აგრარულ სფეროში.
მისაღები სტუდენტების რაოდენობა: 5
წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი
სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში”
დოკუმენტი | |
I | სარეგისტრაციო ფორმის შევსება; |
II | პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა/ID ბარათი) დედანი და ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის დედანი) |
III | 2 ფოტოსურათი 3×4 და ელ. ვერსია (CD/DVD დისკზე) |
IV | მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი საჯარო მმართველობის, სამართლის, პოლიტიკის მეცნიერებების, მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების (ასევე, „სწავლის სფეროების კლასიფიკატორით“ ამავე დეტალურ სფეროებში გათვალისწინებული სხვა სწავლების ძირითადი სფეროები) მიმართულებით ან მაგისტრის აკადემიური/მასთან გათანაბრებული ხარისხი ნებისმიერი მიმართულებით და საჯარო სექტორში მინიმუმ 3 წლის მართვის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.
სხვა ქვეყნის უსდ-ში განათლების მიღების შემთხვევაში – განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და განათლების აღიარების დოკუმენტი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლები) |
V | სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის – სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი) |
VII | შერჩეული საკვლევი თემის კონცეფცია, რომელიც ინტერდისციპლინარული კვლევების საფუძველზე მოახდენს ინოვაციური და შემოქმედებითი იდეების გენერირებას და ახალი ცოდნის შექმნას (პრობლემის კომპლექსურობა, კვლევის მოსალოდნელი მიზანი, საკვლევი ჰიპოთეზა, ლიტერატურის მიმოხილვა, მეთოდოლოგის, კვლევის მოსალოდნელი შედეგები და მათი გავლენა კვლევის სფეროზე, 1000-1500 სიტყვა) |
VIII | სადისერტაციო თემის სავარაუდო ხელმძღვანელის თანხმობის წერილი, რომლითაც დასტურდება მისი მზაობა უხელმძღვანელოს კანდიდატს პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში. თანხმობის წერილში, ხელმძღვანელმა უნდა დაასაბუთოს შერჩეული თემის აქტუალობა, მნიშვნელობა და/ან ბტუ-ს მიერ პრიორიტეტულად აღიარებული მიმართულებებისადმი შესაბამისობა |
IX | ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში) |
X | საინფორმაციო ტექნოლოგიების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში (შეიძლება დადასტურდეს: ვალიდური სერტიფიკატით ან აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის დანართში მითითებული ინფორმაციით, რომელიც ადასტურებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში უნარების არსებობას , ან სხვა.) |
XI | დოქტორანტობის კანდიდატი, რომლისთვისაც მშობლიური ენა არ არის ქართული, წარადგენს ქართული ენის B2 დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) |
XII | CV (დადასტურებული ინფორმაცია განათლების და შრომითი საქმიანობის შესახებ); |
დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ
- კონკურსის პირველი ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება-დადასტურება, ასევე, შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების არარსებობის შემთხვევაში უცხოურ (ამ დებულებაში მითითებულ შემთხვევებში – ასევე, ქართულ) ენაში გამოცდის (ტესტირება, ზეპირი, წერითი ან კომბინირებული ფორმა) ჩაბარება და მოთხოვნილ დონეზე ფლობის დადასტურება, რაც არის დაშვების პირობა შიდასაუნივერსიტეტო გამოცდაზე/გამოცდებზე (თუ ეს გამოცდა/გამოცდები გათვალისწინებულია პროგრამის კურიკულუმში), რომლითაც უნდა მოხდეს მოთხოვნილ სფერო(ებ)ში კომპეტენციის დადასტურება. კონკურსის პირველი ეტაპის დაძლევა (ყველა ზემოთ მოთხოვნილი პირობის დაკმაყოფილება) არის კონკურსის მეორე ეტაპზე დაშვების წინაპირობა;
- კონკურსის მეორე ეტაპი – დოქტორანტობის კანდიდატი გადის საკონკურსო დარგობრივ კომისიასთან გასაუბრებაზე და წარადგენს კვლევის ხედვას (საკვლევი თემა/პრობლემა და მისი აქტუალობა, პრობლემის კომპლექსურობა, კვლევის მიზანი, საკვლევი ჰიპოთეზა, ლიტერატურის მიმოხილვა, მეთოდოლოგია, კვლევის მოსალოდნელი შედეგები, მათი გავლენა კვლევის სფეროზე და ა.შ.).
- პირი დოქტორანტურაში შეიძლება ჩაირიცხოს თუ დააკმაყოფილებს პროგრამაზე სწავლისთვის დადგენილ ყველა პირობას. ჩარიცხვა ხდება გამოცხადებული ვაკანტური ადგილების ფარგლებში, კონკურსის შედეგების საფუძველზე;
- თანაბარქულიანი დოქტორანტობის კანდიდატთა შემთხვევაში მხედველობაში მიიღება: კვლევის ხედვაში მიღებულ შეფასება, ასევე სამეცნიერო პუბლიკაციების არსებობა/რაოდენობა; სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა; სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები და მასალები (სერტიფიკატები, პატენტები, ა.შ.).