BTU-მ ახალი სამაგისტრო პროგრამის შესახებ საქართველოს დაზვერვის სამსახურში საინფორმაციო შეხვედრა გამართა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა საქართველოს დაზვერვის სამსახურში ახალი სამაგისტრო პროგრამის – ,,საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიები“- შესახებ შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე სამსახურის თანამშრომლებს საშუალება ჰქონდათ უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან მოესმინათ დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ, გასცნობოდნენ სასწავლო კომპონენტებს და მიეღოთ ინფორმაცია სხვადასხვა პარტნიორი უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს სამაგისტრო პროგრამაზე მიღების პროცედურებსა და კრიტერიუმებზე.
საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიები უსაფრთხოების და ტექნოლოგიების მიმართულების ახალი უნიკალური სამაგისტრო პროგრამაა, რომელიც BTU-ს მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის ინიციატივით შემუშავდა.
პროგრამაზე სტუდენტების პირველი ნაკადის მიღება 2023 წლის შემოდგომიდან იგეგმება.