BTU-ს ჩართულობით საქართველოში ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმი 2023 გაიმართება
BTU-ს ჩართულობით საქართველოში ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმი 2023 გაიმართება.
ფორუმის ორგანიზატორი: საქართველოს ICT კლასტერი.
მაშტაბური ღონისძიება ინოვაციურ და ალტერნატიულ დაფინანსების მექანიზმებს დაეთმობა.
ღონისძიების მიზანია განიხილოს ინოვაციები ფინანსურ სექტორში, კაპიტალის ბაზრის განვითარება და ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან ერთად.
ღონისძიება თავს მოუყრის სხვადასხვა სამთავრობო, ბიზნეს, საკონსულტაციო და აკადემიურ ორგანიზაციებს, რათა განიხილონ თავიანთი როლები და გამოწვევები, რომლებსაც თითოეული სექტორი აწყდება მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქაში.
ფორუმი იმართება USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით UNDP-თან, ბრიტანეთის საელჩოს თბილისში, The Royal United Services Institute-თან, CARE Caucasus-თან, საქართველოს ციფრული კონსორციუმთან ერთად.
ფორუმის პარტნიორები ასევე არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს უნარების სააგენტო, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, მიკრო საფინანსო ორგანიზაცია, კრისტალი და სხვა.