ACCA-ის რეგიონული ოფისის საინფორმაციო შეხვედრა BTU-ს ფინანსების პროგრამის სტუდენტებისთვის
ა/წ 14 ივნისს 15:00 საათზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი პარტნიორი ACCA-ის რეგიონული ოფისის წარმომადგენლებს უმასპინძლებს. “How ACCA Qualification Can Help You Stay Ahead” – სემინარზე ფინანსების პროგრამის სტუდენტებს და ლექტორებს შესაძლებლობა ექნებათ დეტალური ინფორმაცია გაიგონ ACCA-ის სერტიფიცირების შესაძლებლობებსა და უპირატესობებზე.
დასწრების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგი ბმულის მეშვეობით ა/წ 10 ივნისამდე.