„მზის ენერგია – ფინანსური დაზოგვის საშუალება მოსახლეობისთვის და ბიზნესისთვის“ – სამეცნიერო მონოგრაფია ბეჭდურ და ელექტრონულ ფორმატში
BTU-ს სახელით სამეცნიერო მონოგრაფია ბეჭდურ და ელექტრონულ ფორმატში გამოიცა!
სახელწოდება: „მზის ენერგია – ფინანსური დაზოგვის საშუალება მოსახლეობისთვის და ბიზნესისთვის“. ავტორი – BTU-ს აფილირებული ასოცირებული პროფესორი მაია მელიქიძე.
გამოცემა განხორციელდა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის (SP-22-575) ფარგლებში.
პროექტის მიზანი სამეცნიერო ნაშრომის შექმნა იყო, რომელიც კვლევის შედეგად უპასუხებდა თემებს, როგორიცაა ენერგოეფექტური რესურსების, კერძოდ კი, მზის ენერგიის საქართველოში დანერგვასთან დაკავშირებული მოდელის შემუშავება, მისი დანერგვით მიღებული ეკონომიკური სარგებლის ანალიზი, მისი ბიზნეს სექტორზე გავლენის იდენტიფიცირება, ასევე პრაქტიკული ხასიათისა და შინაარსის სახელმწიფო დონეზე გამოყენებადი მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვის წარმოჩენა.
მონოგრაფიის ბეჭდური ვერსიები გადაეცემათ სასწავლო დაწესებულებებს, სექტორში ოპერირებად კომპანიებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ექსპერტებს, ლაბ-ებს, დაინტერესების შემთხვევაში ენერგეტიკაზე მომუშავე ჟურნალისტებს. გარდა ამისა, ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მხარისთვის ბმულზე.