მასშტაბური გადამზადების პროექტი ,,500 ქალი ტექში” დასრულდა
მასშტაბური გადამზადების პროექტი ,,500 ქალი ტექში” დასრულდა.
პროექტი სხვადასხვა მიმართულებით 500 ქალის გადამზადებას ითვალისწინებდა, თუმცა უპრეცენდენტო დაინტერესებიდან გამომდინარე, ჯამში 1000-მდე ბენეფიციარი გადამზადდა.
პროექტის დასრულების შემდეგ, ბენეფიციარებისთვის დასაქმების ფორუმი ჩატარდა,რომელშიც 30-მდე ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.