ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას მოწვეული სპეციალისტის პოზიციაზე
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას მოწვეული სპეციალისტის პოზიციაზე
მიმართულება – საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკის მეცნიერებები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
– უმაღლესი განათლება – მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში ან/და პოლიტიკის მეცნიერებებში (დოქტორის აკადემიური ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად);
– ვაკანსიის შესაბამის სფეროში მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება ან/და ვაკანსიის შესაბამის სფეროში პედაგოგიური საქმიანობის 1 წლიანი გამოცდილება (ეროვნული უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებში მუშაობის გამოცდილება (თავდაცვა, პარლამენტი, შსს, ერ. უსაფრთხოების საბჭო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, იუსტიციის სამინისტრო) ჩაითვლება უპირატესობად).
პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
- რეზიუმეს გადარჩევა;
- საცდელი ლექციის ჩატარება;
- გასაუბრება.
შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით შეთანხმებით.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე – [email protected];
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 27 აპრილი, 2023 წელი;
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით [email protected]