Adobe მსოფლიო ჩემპიონატისთვის მონაწილეთა შერჩევა დაიწყო
საქართველოში პირველად, Adobe მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ჩატარდება.
IT აკადემია STEP-ისა და BTU ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით, საქართველოში Adobe-ს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი კონკურსი გაიმართება.
Adobe-ის სერტიფიცირებულ პროფესიონალთა მსოფლიო ჩემპიონატი, ზაფხულში, აშშ-ში, კერძოდ, ფლორიდაში ჩატარდება და მასში მონაწილეობას საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებული ახალგაზრდები მიიღებენ. აღნიშნულ ჩემპიონატში დიზაინერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ერთვებიან.
Adobe Certified Professional World Championship არის გლობალური შეჯიბრი, რომელიც Certiport-ის მიერ ყოველწლიურად იმართება. მსოფლიო ჩემპიონატის მიზანი Adobe-ის პროგრამების მცოდნე პროფესიონალების წარმოჩენა და შემდეგი თაობის დიზაინერების იდენტიფიცირებაა. მსოფლიო ჩემპიონატი 2023 წლის 30 ივლისიდან – 2 აგვისტომდე, აშშ-ში, ფლორიდის შტატში, ქალაქ ორლანდოში, მსოფლიო ჩემპიონის გამოსავლენად, ყველა რეგიონულ ჩემპიონს მოუყრის თავს – მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან.
მონაწილეები დავალების შესასრულებლად გამოიყენებენ Adobe Photoshop-ს და Adobe Illustrator-ს, ან მათ მიერ არჩეულ კომბინაციას.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 13-დან 23 წლამდე ასაკის, დიზაინით დაინტერესებულ პირებს, რომლებიც 2023 წლის 12 მაისამდე ჩააბარებენ ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე სასერტიფიკატო გამოცდას:
- Adobe Certified Professional Visual Communication – Adobe Photoshop-ის გამოყენებით;
- Adobe Certified Professional in Graphic Design & Illustration – Adobe Illustrator-ის გამოყენებით.
გამარჯვებულებს გადაეცემათ ჩემპიონის მედლები და სერტიფიკატები, ასევე დასაჩუქრდებიან ფულადი პრემიით:
I ადგილი – 8000 აშშ დოლარი,
II ადგილი 4000 აშშ დოლარი,
III ადგილი 2000 აშშ დოლარი.
დამატებითი დეტალები იხილეთ ბმულზე.
პროექტის პარტნიორები: TBC, GITA, ACAG, Marketer.
პროექტის ტექნოლოგიური პარტნიორი: Lenovo.