BTU-ს მორიგი გამარჯვება!
ჩეხეთის, პოლონეთის, უნგრეთის, სლოვაკეთის უნივერსიტეტებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, BTU ვიშეგრადის ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.
Education4Entrepreneurship – მასშტაბური საერთაშორისო პროექტი მეწარმეობის მიმართულებით.
პროექტი მეწარმეობის მიმართულებით ვიშეგრადის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილების გაზიარებას, ასევე ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შექმნაზე ფოკუსირებული საზაფხულო სკოლებისა და ინტენსიური კურსების ინსტიტუციურ განვითარებას ისახავს მიზნად.
პროექტი გაგრძელდება 2024 წლის 31 იანვრამდე.