BTU-ში ელექტრონული კომერციის სტუდენტური სამეცნიერო ფესტივალი ჩატარდა
2022 წლის 14-15 დეკემბერს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ელექტრონული კომერციის სტუდენტური სამეცნიერო ფესტივალი გაიმართა.
ფესტივალის ფარგლებში, მოწვეული იყვნენ საერთასორისო სპიკერები, რომლებმაც ჩაატარეს პრაქტიკული ლექციები ელექტრონული კომერციის, ბიზნესის გაციფრულებისა და ციფრული ეკოსისტემის შესახე:
- Dr. Maciej Chrzanowski – Assistant Professor at Rzeszow University of Technology, Poland
- Dr. Dejan Eric – Professor at Belgrade Banking Academy, Serbia
- Dr. Shakir Ullah – Associate Professor of Finance at Fayetteville State University, United States
ფესტივალი, გარდა საჯარო ლექციებისა, მოიცავდა პრეზენტაციათა და დისკუსიის სესიებს, სადაც სტუდენტებმა/კურსდამთავრებულებმა წარადგინეს როგორც ადგილობრივ ციფრულ ბიზნესში არსებული სტარტაპები, ასევე ელექტრონული კომერციის ბაზრის ანალიტიკა.
პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის (SPG-22-1032) ფარგლებში.