შშ-ს საუნივერსიტეტო კვლევის ადმინისტრატორთა ეროვნული საბჭოს (NCURA) გლობალური ინიციატივების მიმართულების ხელმძღვანელი კლერ ჩენი, BTU-ში მასტერკლასების სერიას, ტექნოლოგიების ტრანსფერის შესახებ ჩაატარებს
მასტერკლასების სერია BTU-ს აკადემიური პერსონალისთვის შემდეგ თემებზე გაიმართება:
21 ნოემბერი, 13:00-15:00
დისკუსია და მრგვალი მაგიდა – ტექნოლოგიების ტრანსფერის კურიკულუმის განვითარება;
22 ნოემბერი, 14:00-16:00
ვორქშოფი ტექნოლოგიების ტრანსფერის პროცესებზე და მოდელებზე – აშშ-ს საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება;
24 ნოემბერი, 11:00-13:00
მასტერკლასი ტექნოლოგიების ტრანსფერზე, დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის;
25 ნოემბერი, 14:00-16:00
ვორქშოფი – აშშ-ს დაფინანსების წყაროები;
რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე: https://forms.gle/K6DsKdxKd91J2rbH8
მასტერკლასების სერია აშშ-ს საელჩოსა და ამერიკული საბჭოების უნივერსიტეტების ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (UCBP) ფარგლებში ხორციელდება.
NCURA არის კვლევის მენეჯერთა ყველაზე წარმომადგენლობითი საბჭო და გლობალური ქსელი, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს 40 ქვეყნის 1100 საგანმანათლებლო დაწესებულებას და 7500-ზე მეტ წევრს. საგანმანათლებლო პროგრამების და გამოცდილების გაზიარების მრავაწლიანი გამოცდილებით, NCURA ხელს უწყობს განათლებასა და კვლევაში საერთაშორისო პარტნიორობების განვითარებას.