ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას შიდა რესურსების სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე
“ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი” აცხადებს ვაკანსიას შიდა რესურსების სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
** საჭირო აპარატურის, პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიების შესყიდვა და განახლება;
** ინფრასტრუქტურის ორგანიზება მაღალი საიმედოობის სტანდარტით;
** VMWare ვირტუალიზაციის სისტემის გამართვა, მუდმივი განახლება, მონიტორინგი ვირტუალური მანქანების შექმნა, რეზერვირება, მონიტორინგი;
** Windows Server ის ადმინისტრირება, მუდმივი განახლება და მონიტორინგი;
** Windows Active Directory ადმინისტრირება, მუდმივი განახლება და მონიტორინგი;
** DNS სერვერის ადმინისტრირება, მუდმივი განახლება და მონიტორინგი;
** DHCP სერვერის ადმინისტრირება, მუდმივი განახლება და მონიტორინგი;
** კომპიუტერების ოპერაციული სისტემების/პროგრამული უზრუნველყოფის გამართვა, ადმინისტრირება, მუდმივი განახლება და მონიტორინგი;
** ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფის მართვა;
** სასწავლო პროცესის საჭიროებისათვის ვირტუალური მანქანების გამოყოფა და მონიტორინგი;
** Google Workspace ზედა დონის ადმინისტრირება. უსაფრთხოების პოლიტიკა, ფასიანი პაკეტების მენეჯმენტი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** IT-ის სფეროში უმაღლესი (არანაკლებ ბაკალავრიატში სწავლების მეორე აკადემიური წელი)/სპე-ციალური/პროფესიული განათლება ან სპეციალური მომზადება ან კომპიუტერულ ტექნიკასთან, პროგრამულ უზრუნველყოფასთან ან სისტემების ადმინისტრირებასთან მუშაობის გამოცდილება (ან შესაბამისი პრაქტიკული უნარების დემონსტრირება);
** Windows Server და Linux სისტემების ადმინისტრირების მინიმუმ 2-2 წლიანი გამოცდილება
** Windows Server-ის სერვისებთან, მათ შორის Windows Active Directory, Group Policy, DHCP, DNS-თან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** VMware ვირტუალიზაციასთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სერვერების აპარატურულ კონფიგურაციის შერჩევა და ოპტიმიზაციის უნარი;
** Google Workspace (Former G-suite) ადმინისტრირების გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურობა;
** პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი.
პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
** რეზიუმეს გადარჩევა;
** გასაუბრება.
შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე – [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 10 სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: [email protected]