BTU-ს ჩართულობით, კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კვირეული დაიწყო
კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, საქართველოში 25-29 ოქტომბერს მედიაწიგნიერების კვირეული ტარდება.
მათივე ინფორმაციით, კვირეულში მონაწილეობას იღებენ როგორც საჯარო, ასევე – საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები და კერძო სექტორი. კვირეულში მონაწილეობს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, რომელიც სხვადასხვა ტრენინგებსა და ღონისძიებებს დაინტერესებულ მხარეებს სთავაზობს.
კვირეულის ორგანიზატორი არის კომუნიკაციების კომისია, როგორც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციაა.
კვირეულში მონაწილე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, აქტივობების სერიას სთავაზობს სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფს: ტრენინგები ციფრული მედიაწიგნიერებისა და კიბერჰიგიენის მიმართულებით, რომელსაც ქვეყნის წამყვანი ექსპერტები ჩაატარებენ. სკოლის ასაკის ბავშვების, სტუდენტების, მშობლების, მასწავლებლებისა და 60+ ასაკობრივი ჯგუფების გადამზადება ციფრული წიგნიერების სხვადასხვა კომპონენტებში კვირეულის ფარგლებში იწყება და რამდენიმე თვეს გაგრძელდება.
ამ დრომდე BTU-მ 500-ზე მეტი ბენეფიციარი გადაამზადა აღნიშნულ სფეროებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. კომუნიკაციის კომისიის მხარდაჭერით, სამაგისტრო საფეხურზე დაემატა საგანი ციფრული „მედიაწიგნიერება“. ჩატარდა არაერთი საინფორმაციო შეხვედრა და ვორქშოფი. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, განმახორციელებელი ორგანიზაციების მიერ ვებგვერდსა და სოციალურ მედიაში გაზიარებულ ფორმებზე რეგისტრაციის შემდეგ