გაცვლითი პროგრამები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის!
- Categories გაცვლითი პროგრამები
- Date სექტემბერი 29, 2021
ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მოქმედი გაცვლითი პროგრამები:
კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი,ლიეტუვა
სასწავლო მიმართულებები: ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა
მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, დაბინავება უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სპეციალური სტუდენტური ტარიფით
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია
სასწავლო მიმართულებები: ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები, ინფორმაციული სისტემების მართვა – DevOps.
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა
მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, დაბინავება უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სპეციალური ტარიფით
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
კიოლნის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, გერმანია
სასწავლო მიმართულებები: ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები, ინფორმაციული სისტემების მართვა-DEVOPS
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ან გერმანული ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა
მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, დაბინავება უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სპეციალური სტუდენტური ტარიფით
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
აშაფენბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია
სასწავლო მიმართულებები: ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები, ინფორმაციული სისტემების მართვა-DEVOPS
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ან გერმანული ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა
მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, დაბინავება უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სპეციალური სტუდენტური ტარიფით
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
ტიროლის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ავსტრია
სასწავლო მიმართულებები: ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები,ინფორმაციული სისტემების მართვა-DEVOPS
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა
მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, დაბინავება უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სპეციალური სტუდენტური ტარიფით
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
პოზნანის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტი, პოლონეთი
სასწავლო მიმართულებები: ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები, ტექნოლოგიები, ინფორმაციული სისტემების მართვა-DEVOPS
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა
მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
სოფიას უნივერსიტეტი, ბულგარეთი
სასწავლო მიმართულებები: ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა
მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
სააპლიკაციო პროცესი:
დაინტერესებულმა სტუდენტებმა არაუგვიანეს ა/წ 22 ოქტომბის 12:00 საათისა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგ ელ–ფოსტის მისამართზე: [email protected]
- მეილის სათაურში ქართულ ენაზე მიუთითეთ: სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (მაგისტრატურა);
- მეილის ტექსტში მიუთითეთ: სახელი და გვარი (ლათინურად, როგორც პასპორტში გაქვთ), სწავლის საფეხური (Master), აკადემიური მოსწრების საშუალო ქულა (როგორც ნიშნების ფურცელში გაქვთ), სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი, უცხოური ენა (ინგლისური ან გერმანული);
- მეილზე დანართის სახით გადმოაგზავნეთ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო დოკუმენტაცია PDF ფორმატში; თითოეულ მათგანს დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად (მაგ.: Name & Surname_Motivation)
სააპლიკაციო დოკუმენტაცია:
- CV-ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან გერმანულ ენაზე)
- სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- ინგლისური ან გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერტიფიკატი (ინგლისურენოვანი სტუდენტებისთვის საკმარისია უნივერსიტეტში ჩაბარებული ენის კომპეტენციის დასადგენი ტესტირების ცნობა – მინიმუმ B2 დონე – გაცემული სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მიერ)
- პასპორტის ასლი
- შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (დანართი 1) დამოწმებული მხოლოდ სტუდენტის ხელმოწერით)
- ბაკალავრის დიპლომი და დიპლომის დანართი
- სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი
კანდიდატთა შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შეგროვება და [email protected]ზე გადმოგზავნა სტუდენტის მიერ;
- დოკუმენტაციის შემოწმება/eligibility check საგარეო ურთიერთობების სამსახურის მიერ;
- გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან;
- კანდიდატებიდან სტიპენდიატების საბოლოო შერჩევა მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ.
მნიშვნელოვანი დეტალები:
- COVID-19 პანდემიის პირობებში, შესაძლოა, შეიცვალოს სტუდენტის გამგზავრების პერიოდი და განისაზღვროს შემდეგი სახით: ნაცვლად 2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისა, 2022/2023 წლის შემოდგომის სემესტრი.
დამატებითი ინფორმაცია:
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნი
ს დამადასტურებელი სერთიფიკატის არმქონე სტუდენტებს შესაძლებლო ბა აქვთ ბიზნესისა და ტექნოლოგი ების უნივერსიტეტში ჩააბარონ დო ნის დასადგენი ტესტირება. დაინტ ერესებული სტუდენტების რეგისტრა ცია მიმდინარეობს ა/წ 4 ოქტომბრის 13:00 საათამდე შემდეგ სარეგისტრაციო ფორმის საშუალებით. - სტიპენდიებისა და სააპლიკაციო პროცედურების შესახებ დისტანციური საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება ა/წ 15 ოქტომბერს 12:00 საათზე #ErasmusDays 2021 წლის ღონისძიებების ფარგლებში პლატფორმა Google Meet-ის საშუალებით. შეხვედრაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგი ბმულის მეშვეობით;
- გაეცანით გზამკვლევს, რომელიც დეტალურად აღწერს კონკურსში მონაწილეობის პროცესს;
- სტიპენდიებისა და სააპლიკაციო პროცედურების შესახებ დისტანციური საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება ა/წ 15 ოქტომბერს 12:00 საათზე პლათფორმა Google Meet-ის საშუალებით. რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგი ბმულის მეშვეობით;
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ [email protected]ზე.
გაცვლითი პროგრამები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის!
გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის - DAAD-ის საინფორმაციო დღე BTU-ში!
You may also like
კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ: ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიების პროგრამის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა. მობილობის პერიოდი: 2024/2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი. სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, ყოველთვიური …
კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ: ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებს. სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა. მობილობის პერიოდი: 2024/2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი. სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, ყოველთვიური სტიპენდია: 800 …
სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები ბიზნესის ადმინისტრირების (ფინანსები) საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის!
კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ: ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსების) პროგრამის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებს ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში მოქმედი სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები კორუნიას უნივერსიტეტი, ესპანეთი სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა (დადასტურებული შესაბამისი სერტიფიკატით/ცნობით – …