![](https://btu.edu.ge/wp-content/uploads/2021/09/1d9a464975dd5261af0ca8435e82e31f.png)
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების სტუდენტების საყურადღებოდ
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პარტნიორი – რჟეშოვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ევროპის სოციალური ფონდის თანა–დაფინანსებით, პროექტ „Digital Industry: trainings for students”–ის ფარგლებში აცხადებს განაცხადების მიღებას შემდეგ სრულად დაფინანსებულ დისტანციურ ინგლისურენოვან სასწავლო კურსებზე:
- Digitalization of production processes
- Computer aided research techniques – interdisciplinary collaboration of scientific disciplines and industrial sectors
- Distance work of industrial firms – improvement of methods and tools
დეტალური ინფორმაცია პროექტისა და სასწავლო კურსების შესახებ განთავსებულია შემდეგ ვებ–გვერდზე.
განაცხადების მიღება მიმდინარეობს შემდეგი ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის საშუალებით.
დამატებითი ინფორმაცია სააპლიკაციო პროცესზე შემდეგ ბმულზეა მოცემული.
*შენიშვნა:
- სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ მათთვის სასურველი მხოლოდ 1 კურსი;
- რჟეშოვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში, დარეგისტრირებულ სტუდენტებს გარკვეული სააპლიკაციო დოკუმენტაციის პოლონეთში გაგზავნა მოუწევთ. ინფორმაციას სტუდენტები ონლაინ რეგისტრაციის შემდეგ ელ–ფოსტის საშუალებით მიიღებენ.
![alt](https://btu.edu.ge/media/1001285/2021/09/02/930edc70d720749985f634a871206f0d.jpg)