ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის რომის საპიენცას უნივერსიტეტში (იტალია)
- Categories გაცვლითი პროგრამები
- Date სექტემბერი 9, 2021
კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ: ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და
მეექვსე სემესტრის სტუდენტებს.
სასწავლო მიმართულებები ენების მიხედვით:
- ინგლისურენოვანი პროგრამები: საინფორმაციო ტექნოლოგიები;
- იტალიურენოვანი პროგრამები: ბიზნესის ადმინისტრირება – მენეჯმენტი, ბიზნესის ადმინისტრირება – ფინანსები,
საინფორმაციო ტექნოლოგიები.
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ან იტალიური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა.
მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი*.
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, ყოველთვიური
სტიპენდია: 850 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად).
სააპლიკაციო პროცესი:
დაინტერესებულმა სტუდენტებმა არაუგვიანეს ა/წ 30 სექტემბრის 12:00 საათისა უნდა გადმოგზავნონ
სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: [email protected].
- მეილის სათაურში ქართულ ენაზე მიუთითეთ: სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (ბაკალავრიატი);
- მეილზე დანართის სახით გადმოგზავნეთ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო დოკუმენტაცია PDF ფორმატში;
თითოეულ მათგანს დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად (მაგ.: Name & Surname_Motivation).
სააპლიკაციო დოკუმენტაცია:
- CV-ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან იტალიურ ენაზე)
- სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- ინგლისური ან იტალიური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერტიფიკატი
- პასპორტის ასლი
- შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (დანართი 1 )
კანდიდატთა შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შეგროვება და erasmusplus@btu.edu.ge-ზე გადმოგზავნა სტუდენტის მიერ;
- დოკუმენტაციის შემოწმება/eligibility check საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ;
- გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან;
- კანდიდატებიდან სტიპენდიატების საბოლოო შერჩევა მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ (სპეციალური ონლაინ
სააპლიკაციო პროცედურა).
მნიშვნელოვანი დეტალები:
- COVID19 პანდემიის პირობებში, შესაძლოა, შეიცვალოს სტუდენტის გამგზავრების პერიოდი და განისაზღვროს
შემდეგი სახით: ნაცვლად 2021/2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისა, 2022/2023 წლის შემოდგომის სემესტრი.
დამატებითი ინფორმაცია:
- გაეცანით გზამკვლევს, რომელიც დეტალურად აღწერს ერაზმუსის კონკურსებში მონაწილეობის პროცესს;
- მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი და იტალიურენოვანი
სასწავლო პროგრამების და საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ [email protected]ზე.
You may also like
კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ: ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიების პროგრამის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა. მობილობის პერიოდი: 2024/2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი. სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, ყოველთვიური …
კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ: ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებს. სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა. მობილობის პერიოდი: 2024/2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი. სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, ყოველთვიური სტიპენდია: 800 …
სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები ბიზნესის ადმინისტრირების (ფინანსები) საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის!
კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ: ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსების) პროგრამის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებს ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში მოქმედი სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები კორუნიას უნივერსიტეტი, ესპანეთი სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა (დადასტურებული შესაბამისი სერტიფიკატით/ცნობით – …