გაცვლითი პროგრამები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის
ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მოქმედი გაცვლითი პროგრამები:
კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი,ლიეტუვა
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა
მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, დაბინავება უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სპეციალური სტუდენტური ტარიფით
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა
მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, დაბინავება უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სპეციალური ტარიფით
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
კიოლნის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, გერმანია
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ან გერმანული ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა
მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, დაბინავება უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სპეციალური სტუდენტური ტარიფით
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
აშაფენბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ან გერმანული ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა
მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, დაბინავება უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სპეციალური სტუდენტური ტარიფით
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
ტიროლის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ავსტრია
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა
მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, დაბინავება უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სპეციალური სტუდენტური ტარიფით
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
პოზნანის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტი, პოლონეთი
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა
მობილობის პერიოდი: 2021/2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, დაბინავება უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სპეციალური სტუდენტური ტარიფით
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
სააპლიკაციო პროცესი:
დაინტერესებულმა სტუდენტებმა არაუგვიანეს ა/წ 29 მარტის 14 საათისა უნდა გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგ ელ–ფოსტის მისამართზე: [email protected]
– მეილის სათაურში ქართულ ენაზე მიუთითეთ: სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (მაგისტრატურა);
– მეილის ტექსტში მიუთითეთ: სახელი და გვარი (ლათინურად, როგორც პასპორტში გაქვთ), სწავლის საფეხური (Master), აკადემიური მოსწრების საშუალო ქულა (როგორც ნიშნების ფურცელში გაქვთ), სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი, უცხოური ენა (ინგლისური ან გერმანული);
– მეილზე დანართის სახით გადმოაგზავნეთ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო დოკუმენტაცია PDF ფორმატში; თითოეულ მათგანს დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად (მაგ.: Name & Surname_Motivation)
სააპლიკაციო დოკუმენტაცია:
- CV–ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან გერმანულ ენაზე)
- სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- ინგლისური ან გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერტიფიკატი (ინგლისურენოვანი სტუდენტებისთვის საკმარისია უნივერსიტეტში ჩაბარებული ენის კომპეტენციის დასადგენი ტესტირების ცნობა – მინიმუმ B2 დონე – გაცემული სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მიერ)
- პასპორტის ასლი
- შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (დანართი 1, დამოწმებული მხოლოდ სტუდენტის ხელმოწერით)
- ბაკალავრის დიპლომი და დიპლომის დანართი
- სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი
კანდიდატთა შესარჩევი პროცესი:
– დოკუმენტაციის შეგროვება და international@btu.edu.ge-ზე გადმოგზავნა სტუდენტის მიერ;
– დოკუმენტაციის შემოწმება/eligibility check საგარეო ურთიერთობების სამსახურის მიერ;
– გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან;
– კანდიდატებიდან სტიპენდიატების საბოლოო შერჩევა მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ.
მნიშვნელოვანი დეტალები:
- შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების/მიმართულებების ჩამონათვალი, ადევნეთ პერიოდულად თვალყური განცხადებას.
- COVID-19 პანდემიის პირობებში, შესაძლოა, შეიცვალოს სტუდენტის გამგზავრების პერიოდი და განისაზღვროს შემდეგი სახით: ნაცვლად 2021/2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისა, 2021/2022 წლის გაზაფხულის სემესტრი.
დამატებითი ინფორმაცია:
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ [email protected]ზე.