ფულბრაიტის სტიპენდიები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის!
აშშ–ს საელჩო საქართველოში აცხადებს კონკურსს 2020/2021 სასწავლო წლისთვის ფულბრაიტის აკადემიური პერსონალის განვითარების სტიპენდიების მოსაპოვებლად.
პროგრამის ხანგრძლივობა: 5 თვე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 27 სექტემბრის 18:00 საათი (საქართველოს დრო).
დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე.
ონლაინ აპლიკაციის შევსება შესაძლებელია შემდეგი ბმულის საშუალებით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს შემდეგი ელ–ფოსტის საშუალებით: [email protected]