უნივერსიტეტი Paris-Saclay აცხადებს სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამას – დასრულებულია
სამთავრობო სტიპენდიები მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.
პროგრამა მოიცავს ყველა მიმართულებასა და სპეციალობას.
დაფინანსების პროგრამა მოქმედებს როგორც ფრანგულენოვან, აგრეთვე ინგლისურენოვან პროგრამებზე და კანდიდატებს არჩევანი 464 სამაგისტრო პროგრამას შორის შეუძლიათ გააკეთონ.
უნივერსიტეტი ParisSaclay, რომელიც 14 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აერთიანებს და სასწავლო პროგრამების, კვლევებისა დაინოვაციების ძირითადი ცენტრია ევროპაში, (3 უნივერსიტეტი, 4 უმაღლესი სკოლა ,,grandes écoles” და 7 კვლევითი ცენტრი) 2019-2020აკადემიური წლისათვის 120 სტიპენდიას სთავაზობს მაღალი აკადემიური მოსწრების საერთაშორისო სტუდენტებს, რომლებიც ამავე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხებიან.
იხილეთ პროგრამების ჩამონათვალი .https://www.universite-paris-
სასწავლო სტიპენდიები აკადემიური წარმატების მიხედვით გაიცემა და წლიური დაფინანასება 10 000€ შეადგენს (დამატებით ტრანსპორტისხარჯები).
სტიპენდია 1 ან 2 აკადემიური წლის დაფინანსებას მოიცავს იმის მიხედვით, თუ რომელ სასწავლო წელზე ჩაირიცხება კანდიდატი.
ლაურეატები პერსონალიზირებული მხარდაჭერით ისარგებლებენ როგორც გამგზავრებამდე, აგრეთვე სწავლის პერიოდის განმავლობაში.
როგორ გავაკეთო განაცხადი?
დაინტერესებულმა სტუდენტებმა ონლაინ https://www.universite-paris-
სასტიპენდიო პროგრამაზე შერჩეულ კანდიდატებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაუკავშირდება პროგრამის ხელმძღვანელი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა : 2019 წლის 13 მაისი
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ამხსნელობითი ბარათი. https://www.universite-paris-
https://www.universite-paris-