ბრაგანჩას პოლიტექნიკური უნივერსიტეტი – დასრულებულია
ცხადდება კონკურსი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მეორე კურსის სტუდენტებისა და მაგისტრატურის საფეხურის პირველი კურსის სტუდენტებისთვის ბრაგანჩას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (პორტუგალია) ერთსემესტრიანი გაცვლითი მობილობის განსახორციელებლად!
პორტუგალიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტექნიკური უნივერსიტეტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს ერთი სემესტრით სასწავლებლად იწვევს 2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში.
შემოთავაზებული ინგლისურენოვანი სასწავლო პროგრამების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა [email protected]-ზე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის შემდეგი ჩამონათვალი სკანირებული სახით არაუგვიანეს ა/წ 10 აპრილის 12:00 საათისა:
Ø CV-ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
Ø ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
Ø ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე)
Ø მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
Ø შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (საგნების თავსებადობაზე გაიარეთ კონსულტაცია დეკანთან – პროფესორ ნინო ენუქიძესთან და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსთან, ქალბატონ თამარ გვიანიშვილთან და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დანართი 1. შევსების შემდეგ დოკუმენტს სტუდენტის, დეკანისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ხელმოწერითა და უნივერსიტეტის ბეჭდით დამოწმება ესაჭიროება. გაითვალისწინეთ, რომ საგნები უნდა შეარჩიოთ Sem. 1-ის გრაფიდან)
Ø ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინიმუმ B1 დონე; უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული ენის საერთაშორისო სერთიფიკატი ან უნივერსიტეტში ჩაბარებული დონის დასადგენი ტესტირების დადებითი შედეგი – მინიმუმ 71 ქულა)
Ø ბაკალავრის დიპლომი და დიპლომის დანართი (მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის)
Ø პასპორტის ასლი
დაფინანსება (ნაწილობრივი):
– უფასო სწავლა;
– დაბინავება ვილნიუსის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სპეციალური ტარიფით;
– კვების ტალონი სპეციალური ტარიფით.
სხვა ხარჯების აღწერა იხილეთ შემდეგ დოკუმენტში – დანართი 2.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობების სამსახურს შემდეგ მეილზე: [email protected]