ვიურცბურგის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა – დასრულებულია
ვიურცბურგის უნივერსიტეტის (გერმანია) საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის!
გერმანიის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს 2019 წლის 28 ივლისიდან 6 აგვისტომდე.
შემოთავაზებული სასწავლო კურსია: Digital Opportunities in Europe.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 29 აპრილი.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტები მიიღებენ 5 კრედიტს.
სარეგისტრაციო მოსაკრებელი (370€) ფარავს: სალექციო მასალების, ინტერნეტის, კულტურული და სოციალურ ტურების, ღვინის ტურის, ოფიციალურ ვახშმების, სალექციო პერიოდში ყავისა და ჩაის, ქალაქში ტრანსპორტირების ხარჯებს.
შესაძლებელია, 300 ევროს ოდენობის სტიპენდიის მოპოვებაც (მგზავრობისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად). დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს: