განახლებადი ენერგიების ლაბორატორია
- Categories ლაბები
- Date სექტემბერი 3, 2021
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ფუნქციონირებს განახლებადი ენერგიების ლაბორატორია.
RES Lab-ი განიხილავს საქართველოს ენერგო სექტორში მოქმედი კომპანიების წინაშე არსებულ გამოწვევებს, ახორციელებს შესაბამის კვლევებსა და მართავს კონსულტაციებს. ლაბის ფარგლებში შექმნილია სადისკუსიო პანელი, სადაც კერძო და სახელმწიფო ინსტიტუციები ერთიანდება. პანელური შეხვედრების ფორმატში მუდმივად განიხლილება კვლევების შედეგები, რეკომენდაციები და მისი განხორციელების გზები საქართველოში.
ლაბორატორია არის ერთგვარი ხიდი სამეცნიერო საქმიანობას, კერძო სექტორს, სახელმწიფო უწყებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის იმ აქტუალურ საკითხებზე სამსჯელოდ, რაც გადამწყვეტია დღევანდელი საქართველოსა თუ რეგიონის მოცემულობაში. ლაბორატორიის საქმიანობის შედეგად ყალიბდება განვითარების უფრო ხელშესახები გეგმა და გვექნება უკეთესი მიღწევები. საბოლოოდ ეს ყველაფერი პოზიტიურად აისახება ენერგოსექტორის როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით განვითარებაზე.
RES LAB-ის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები:
BTU ევროკავშირის დაფინანსებით ჟან მონეს 3 წლიან მოდულს ახორციელებს, რომლის მიზანია ცნობადობის ამაღლება განახლებადი ენერგიების, მდგრადი განვითარების, ენერგო უსაფრთხოების მიმართულებით, ინოვაციური კურიკულუმის განვითარება, ინტენსიური საზაფხულო სკოლის ორგანიზება, კვლევა, კავშირების დამყარება ინდუსტრიასთან – ეს ის კომპონენტებია, რომლებზეც პროექტი ფოკუსირდება.
აქტივობებს შორისაა:
- 2 ახალი სასწავლო კურსის შემუშავება: “EU Energy Security Policies”, “ Renewable Energy Policies in EU and Georgia”
- საზაფხულო სკოლის ორგანიზება: “EU for Energy Security and Renewable Energy”
- კვლევა: “Renewable energy sources utilization in Georgia and its compliance with EU agenda”
- EU4ENERGY კვირეული
- განახლებადი ენერგიების ლაბორატორია და მის ბაზაზე განხორციელებული კვლევები, ევროპული ქვეყნების გამცოდილების გაზიარება და დანერგვა, გერმანიის საელჩოსთან ერთობლივი პროექტები საქართველოში მწვანე ტექნოლოგიების დასანერგად, აქტიური კვლევა და მუშაობა კანონის ჰარმონიზაციის კუთხით, სხვადასხვა პროექტები განახლებადი ენერგიის გენერაციისა და გაყიდვის სტიმულირებისთვის – ეს Greentech–ია, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კიდევ ერთი მიმართულება „ინიციატივა 5.0–ის“ ფარგლებში, რომლის მიმართულებითაც მნიშვნელოვანი პროექტები და აქტივობები ხორციელდება.
- BTU-ში მწვანე ტექნოლოგიების მიმართულებით პანელური დისკუსია ჩატარდა.
RES LAB-ის ფარგლებში განხორციელებული კვლევები:
- Maia Melikidze, Avtandil Janjghava – Electric Cars, Challenges and Benefits. J Biosens & Renew
- Melikidze M., Nadiradze O. – Impact of Covid 19 on the energy Sector in Georgia
- Tvauri, N. Gendzekhadze, M. Melikidze – Solar Energy efficiency and renewable source as Georgia’s energy independence.
- Dvali, E. Soselia, M. Melikidze – Analysis of The UN Sustainable Development Goal 7 – Affordable & Clean Energy.
- Melikidze M. – Analysis of The UN Sustainable Development Goal 7 – Affordable & Clean Energy. Journal “Energy”.
- Melikidze M. – Renewable (solar energy), Modern situation, economic challenges and the role of artificial intelligence.
- Melikidze M, Siradze A, Bartia N – Determination of Solar Energy Impact on the Energy Sector Based on Correlation-Regression Analysis.
- Melikidze M. – “State Strategy and Subsidy for Renewable Energy.”
- Melikidze M. – Development perspectives of Solar micro power generators and net metering regulation expectations in Georgia.
- Melikidze M. – „Regulatory Framework for Service Quality in Georgia.“
- Melikidze M. – Renewable energy – major aspects of the new regulatory framework of the energy sector in Georgia.
- Melikidze M. – Energy Market Liberalization, Electricity Shortage, Subsequent Challenges and Renewable (Solar) Energy’s Role.
- Melikidze M., Chomakhidze D., Tskhakaia K. – Structure of energy balance in Georgia and tendencies of changes.
- Melikidze M., Chomakhidze D. – Methodological and Conceptual Basis for Energy Development in Georgia.
- Melikidze M., Chomakhidze D. – Renewable Energy Potential and Its Utilization in Georgia.
RES LAB-ის ფარგლებში განხორციელებული სადისერტაციო ნაშრომები: