ქალთა როლის გაძლიერება ტექნოლოგიებში, პროგრამული ენების შემსწავლელი უფასო კურსები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქვეყანაში არსებული სტატისტიკის გაუმჯობესება, ქალთა დასაქმება ტექნოლოგიურ ინდუსტრიებში, ციფრული წიგნიერების დონის გაუმჯობესება და ფემტექ სექტორში პროგრამისტი ქალების მხარდაჭერა, ეს ის ჩამონათვალია, რომელსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად უკვე რამდენიმე წელია ინიციატივა „კოდინგის სკოლა ქალებისთვის“ ფარგლებში ახორციელებს.
კოდინგის სკოლა ქალებისთვის, BTU-ში 2019 წელს დაფუძნდა.
კოდინგის სკოლა ქალებისთვის პასუხობს გაეროს მიერ შემუშავებული Weps-ის მე-4 პრინციპს: ქალების განათლების, პროფესიული მომზადებისა და განვითარების ხელშეწყობა.
BTU მონაწილეობ ყოველწლიურ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ – გლობალურ კამპანიაში;
- „კოდინგის სკოლა ქალებისთვის“ 2021 წელს, პროგრამის ნომინაციაში Grace Hopper Award-ის გამარჯვებული გახდა;
- პროექტმა “კოდინგის სკოლა ქალებისთვის” 2021 წელს, ბრიუსელში გამართულ სამიტზე ,,Emerging Europe’’ საერთაშორისო საკონკურსო ნომინაციაში ,,Future-proof Education Category’’ ხმის უმრავლესობით გაიმარჯვა;
- “500 ქალი ტექში” 2023 წელს Emerging Europe-ის მიერ, ბრიუსელში ორგანიზებულ სამიტზე Future-proof Education-ის კატეგორიის გამარჯვებული გახდა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ქალებისთვის ახორციელებს პროექტებს, გადამზადებებს, კარიერულ ბუთქემფებს, pitch yourself ღონისძიებებს – სადაც მონაწილეები დამსაქმებლებს თავიან ნამუშევრებსა და პროექტებს წარუდგენენ, პოდაკსტების სერიებს, მასტერკლასებს, პანელურ დისკუსიებს, დასაქმების ფორუმებს, კვლევებს, იდეათონებს, ვორქშოფებსა და აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს ქალებისთვის სხვადასხვა შესაძლებლობის შექმნას ტექნოლოგიების სფეროში.
აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა არაერთი პროექტი, როგორიცაა Founders gap – გადამზადების პროგრამა მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებისა და მეწარმე დამფუძნებლების გაძლიერებისთვის; უნივერსალური კადრების გადამზადების პროგრამა (UI/UX, iOS development, Financial Management/Fundraising). ასევე, BTU-მ უზრუნველყო ქალის მიერ დაფუძნებული სტარტაპის დაფინანსება სილიკონ ველის აქსელერატორში, რომელაც აშშ-ის ბაზრის წვდომის ცენტრში მიიღო მონაწილეობა(USMAC). ინიციატივის ფარგლებში ასევე განხორციელდა ახალგაზრდა უკრაინელი ქალებისთვის, მეწარმეობისა და განათლების ერთწლიანი პროგრამა, Safe Haven.
მიმდინარე და დასრულებული პროექტები საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭერით:
- Women Mentorship in Tech Programmes – European Union – 2024- ongoing
- Tech Empowerment for Ukrainian Refugee Women – UN Women Georgia and Government of Japan. Embassy of Japan in Georgia – 2024 – ongoing
- Women in AI – UN Women – 2023-ongoing
- Coding School for 1500 Women – USAID Industry-led Skills Development Program – 2022-2024
- Promoting Information Literacy in Digital Environment among Women in Georgia – UNESCO – IFAP – 2023
- 500 Women in Tech – UN Women, Norwegian MFA -2022-2023
- BOOST: Women Innovators – BOOST – UNDP – 2022
- Coding School for Women – Women for Tomorrow – 2021
- Girls in Tech (Regions) – Liberty Bank – 2021
- USAID for 500 Women in Tech – USAID – 2022
- Women in Tech – US Embassy – 2020-2021
- Develop and Implement an Accelerator Program for Women Agricultural Entrepreneurs – USAID Agriculture Program Silicon Valley Tbilisi, Georgian Fermer Association – 2022-2023
- Technology Camp for Girls – GITA – 2022
- Girls Who Code – two-week summer program – 2021