ნინო ჭედია
ნინო ჭედია არის ოქსფორდის უნივერსიტეტის მაგისტრი, სტრატეგიული მართვის და ლიდერობის მიმართულებით. ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიზნეს ალუმნი. კავკასიის ბიზნესის სკოლის მაგისტრი ფინანსებში და ბაკალავრი მარკეტინგში, ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრი ეკონომიკური ინფორმატიკის განხრით. იგი სწავლობდა მართვას ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში ცენტრალურ ევროპაში ბლედის მართვის ბიზნესის სკოლაში, სლოვენიაში. არის ამავე სკოლის, ალუმნის კლუბის პრეზიდენტი საქართველოში. საბანკო სექტორში სხვადასხვა მოწინავე პოზიციებზე მუშაობის 16 წლიანი გამოცდილებით, დღეს სადაზღვევო კომპანიაში „ჰუალინგ დაზღვევა“ გენერალური დირექტორის მოადგილეა. პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა 2011 წლიდან და დღეს ასოცირებული პროფესორია ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.