BTU Classroom მთავარი ჩვენ შესახებ ახალი ამბები სწავლა კვლევა ბიბლიოთეკა ინოვაცია და მეწარმეობა კონტაქტი სამაგისტრო საფეხურზე მისაღები პროცედურის შემაჯამებელი ანგარიში
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველებმა გაიარეს სამი საგამოცდო ეტაპი:
1. საერთო სამაგისტო გამოცდის (ტესტის ტიპი B) ოთხი კომპონენტიდან გადალახეს სამი კომპონენტის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;
2. ჩააბარეს საუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში (B1-2 დონე);
3. ჩააბარეს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში, რომელიც მოიცავდა 50 ტესტურ კითხვას ხუთი მიმართულებით: სტატისტიკის საფუძვლები, მენეჯმენტის საფუძვლები, ფინანსური აღრიცხვის საფუძვლები, მარკეტინგის საფუძვლები, ეკონომიკის საფუძვლები.
საუნივერსიტეტო გამოცდები/ტესტები შედგენილ იქნა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორებისა და მოწვეული სპეციალისტების მიერ.
კერძოდ:
• სტატისტიკის საფუძვლები – შორენა მეტრეველი, ასოცირებული პროფესორი;
• მენეჯმენტის საფუძვლები – ხათუნა მურჯიკნელი, ასოცირებული პროფესორი;
• ფინანსური აღრიცხვის საფუძვლები – რევაზ გერაძე, მოწვეული სპეციალისტი;
• მარკეტინგის საფუძვლები – ნინო ენუქიძე, ასოცირებული პროფესორი;
• ეკონომიკის საფუძვლები – თათული დუშუაშვილი, მოწვეული სპეციალისტი;
• ინგლისური ენა – თამარ მაღალაშვილი, მოწვეული სპეციალისტი.
კონკურსანტები, რომლებმაც ვერ გაიარეს ინგლისური ენის საგამოცდო ეტაპი, ვერ გადავიდნენ შემდგომ ეტაპზე – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდაზე. კონკურსი ჩატარდა მხოლოდ შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის შედეგების მიხედვით.