ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებებით:
1.1. ფინანსები: პროფესორი – 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი 01 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 01 ვაკანსია;
1.2 მარკეტინგი: პროფესორი – 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი 01 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 01 ვაკანსია.
1.3 მენეჯმენტი: პროფესორი – 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი 01 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 01 ვაკანსია;
1.4 მეწარმეობა და ინოვაციები: ასოცირებული პროფესორი – 01 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 01 ვაკანსია.
1.5 ეკონომიკა: პროფესორი – 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი 01 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 01 ვაკანსია;
1.6 სტატისტიკა: ასოცირებული პროფესორი 01 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 01 ვაკანსია;
1.7 საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯმენტი: ასოცირებული პროფესორი 01 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 01 ვაკანსია;
1.8 ინფორმაციული ტექნოლოგიები:
1.8.1. პროგრამირება:
ასოცირებული პროფესორი – 01 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 01 ვაკანსია
აუცილებელია, კანდიდატმა წარმოადგინოს შემდეგი კურსების სილაბუსებიდან ერთ-ერთი:
- პროგრამირება (Python)
- პროგრამირება (JVM, JXT, Spring)
- მობილური აპლიკაციების დეველოპმენტი (Android)
- ვებ დაპროგრამება (Javascript, Node.js, Angular, React.js)
- მანქანური სწავლება
- მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები
- თამაშების დეველოპმენტი (UE4)
1.8.2. უსაფრთხოება / კომპიუტერული ქსელები
ასოცირებული პროფესორი – 01 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 01 ვაკანსია
აუცილებელია კანდიდატმა წარმოადგინოს შემდეგი კურსების სილაბუსებიდან ერთ-ერთი:
- ინფორმაციული უსაფრთხოება
- კიბერუსაფრთხოება
- ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯმენტი
- ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტი
- კომპიუტერული ქსელები (CCNA)
- უკაბელო კავშირგაბმულობა (CWNA)
- ავტომატური სისტემების უსაფრთხოება
1.8.3. ოპერაციული სისტემები
ასოცირებული პროფესორი – 01 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 01 ვაკანსია
აუცილებელია, კანდიდატმა წარმოადგინოს შემდეგი კურსების სილაბუსებიდან ერთ-ერთი:
- ოპერაციული სისტემა LINUX
- სერვერული ოპერაციული სისტემები Windows Server
- ღრუბლოვანი სისტემები (AWS)
- IOT და ჩაშენებული სისტემები
- ღრუბლოვანი სისტემების ორკესტრაცია (AWS)
- ღრუბლოვანი სისტემების ავტომატიზაცია Python-ის საშუალებით
- კონტეინერიზაცია და Docker-ი ღრუბლოვან სერვისებზე (AWS)
1.8.4. ინფორმაციული სისტემები
პროფესორი – 01 ვაკანსია, ასოცირებული პროფესორი – 01 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 01 ვაკანსია
აუცილებელია, კანდიდატმა წარმოადგინოს შემდეგი კურსების სილაბუსებიდან ერთ-ერთი:
- კონფიგურაციის მართვის სისტემები (Ansible)
- ვერსიონირება და უწყვეტი ინტეგრაცია
- მართვის ავტომატური სისტემები – Kubernetes
- პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება
- მონიტორინგის სისტემები
- სერვერული ინფრასტრუქტურის მენეჯმენტი
1.8.5 მონაცემთა ბაზები
ასოცირებული პროფესორი – 01 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 01 ვაკანსია
აუცილებელია კანდიდატმა წარმოადგინოს შემდეგი კურსების სილაბუსებიდან ერთ-ერთი:
- მონაცემთა ბაზები (ORACLE)
- მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება (OCA)
- არარელაციურ მონაცემთა ბაზების სისტემები (MongoDb)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და შერჩევის კრიტერიუმები:
1. საკონკურსო მოთხოვნები აკადემიური ნიშნით კონკურსში მონაწილეობისთვის:
- პროფესორის აკადემიური თანამდებობა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო–პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, ბოლო 5 წლის განმავლობაში შესაბამის დარგში საერთაშორისო რეფერირებად რეცენზირებად გამოცემებში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები და/ან გამოცემული სამეცნიერო ნაშრომ(ებ)ი;
- ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო–პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, ბოლო 5 წლის განმავლობაში შესაბამის დარგში საერთაშორისო რეფერირებად რეცენზირებად გამოცემებში გამოქვეყნებული პუბლიკაცია/პუბლიკაციები და/ან გამოცემული ნაშრომ(ებ)ი;
- ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაცია/პუბლიკაციები.
2. საკონკურსო მოთხოვნები პროფესიული ნიშნით კონკურსში მონაწილეობისთვის:
- ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა: უმაღლესი განათლება, უსდ-ში არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება, შესაბამის დარგში არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილება, სპეციალური მომზადება ან პუბლიკაციები.
- ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა: უმაღლესი განათლება; შესაბამის დარგში არანაკლებ 3 წლის პროფესიული გამოცდილება, სპეციალური მომზადება ან პუბლიკაციები.
3. ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობებისთვის შესაძლებელია პროფესიული ნიშნით ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირთა არჩევა, თუ აღნიშნულ პირს უდასტურდება სათანადო კვალიფიკაცია (მაგ., ვაკანსიის შესაბამისი დარგის ორგანიზაციაში/დაწესებულებაში ზედა რგოლის მენეჯერულ – ხელმძღვანელ პოზიციებზე არანაკლებ 5 წლის მუშაობა ან ვაკანსიის შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 5 წლის მუშაობა და სპეციალური მომზადება – საერთაშორისო სერტიფიცირება ან სხვა, რაც ადასტურებს შესაბამის დარგში შრომის ბაზარზე პირის კონკურენტუნარიანობასა და მის მიერ სტუდენტებისთვის აქტუალური უნარების ჩამოყალიბების შესაძლებლობას), რომლითაც უზრუნველყოფს სტუდენტის მიერ პროგრამით/სასწავლო კურსით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
- განცხადება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე (ბტუ-ში დადგენილი ფორმის მიხედვით);
- შევსებული „კონკურსანტის ანკეტა“ (ბტუ-ში დადგენილი ფორმის მიხედვით);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობის/ID ბარათი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი – დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (სავალდებულოა აკადემიური ნიშნით კონკურსში მონაწილეობისთვის). უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში წარსადგენია უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის საქართველოში აღიარების დოკუმენტი;
- საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები/ამსახველი ინფორმაცია. უცხოეთის ორგანიზაციის/დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტის (ცნობა, სხვ.) შემთხვევაში წარსადგენია დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი;
- ვაკანსიის შესაბამის დარგში ერთი სასწავლო კურსის სილაბუსი;
- უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სავალდებულოა, შერჩეულმა კანდიდატებმა ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინონ ცნობა ნასამართლეობის არქონის შესახებ.
შესარჩევი ვადები:
- საკონკურსო საბუთების მიღება: 22.06.2021 – 28.06.2021;
- კონკურსის I ეტაპი (საკონკურსო საბუთების შესწავლა და შედეგების გამოცხადება): არაუგვიანეს 01.07.2021;
- კონკურსის I ეტაპის შედეგების გასაჩივრება: 02.07.2021;
- საპრეტენზიო კომისიის შექმნა: 05.07.2021
- კონკურსის I ეტაპის შედეგების საპრეტენზიო განაცხადების განხილვა და განხილვის შედეგების შეტყობინება კონკურსანტებისთვის: არაუგვიანეს 07.07.2021;
- კონკურსის II ეტაპი (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება – სწავლების და/ან კვლევის კონცეფციის წარდგენა): 08.07.2021 – 12.07.2021;
- კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება: არაუგვიანეს 15.07.2021;
- კონკურსში გამარჯვებულთა აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემა: არაუგვიანეს 20.07.2021.
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების (სწავლების/კვლევის ხედვის წარდგენის) რეგლამენტად თითოეული კონკურსანტისთვის განსაზღვრულია მაქსიმუმ 20 წუთი.
საბუთების წარდგენა იწარმოებს ელ.ფორმით – ბტუ-ს ელ.ფოსტაზე (vacancy@btu.edu.ge) გაგზავნით.
დაინტერესებულ პირთა ინფორმირებისათვის სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე.
დაინტერესებულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებელა ადამიანური რესურსების მართვის სამსახური. ელ. ფოსტა: hr@btu.edu.ge