,,ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ აცხადებს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელთა შესარჩევ კონკურსს
,,ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ აცხადებს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელთა შესარჩევ კონკურსს შემდეგი მიმართულებებით:
1.1. ღრუბლობანი სისტემები (AWS)
1.2. არარელაციურ მონაცემთა ბაზების სისტემები (MongoDb)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და შერჩევის კრიტერიუმები :
**უმაღლესი განათლება, სპეციალური მომზადება და პროფესიული გამოცდილება მაგ.ვაკანსიის შესაბამისი დარგის ორგანიზაციაში/დაწესებულებაში ზედა რგოლის მენეჯერულ-ხელმძღვანელ პოზიციებზე არანაკლებ 5 წლის მუშაობა ან ვაკანსიის შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 5 წლის მუშაობა და სპეციალური მომზადება-საერთაშორისო სერტიფიცირება ან სხვა,რაც ადასტურებს შესაბამის დარგში შრომის ბაზარზე პირის კონკურენტუნარიანობასა და მის მიერ სტუდენტებისთვის აქტუალური უნარების ჩამოყალიბების შესაძლებლობას. )
**გასაუბრების შეფასება,შესაბამისი სასწავლო კუსის გაძღოლის გამოცდილება,პროფესიული გამოცდილება (ე.წ ,,სტაჟი“), საერთაშორისო გამოცდილება (მათ შორის,დარგობრივი საერთაშორისო აღიარებეული სერტიფიკატის არსებობა).
წარმოსადგენი დოკუმენტები:
- განცხადება რექტორის სახელზე (ბტუ-ში დადგენილი ფორმის მიხედვით);
- საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან და შერჩევის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობის /ID ბარათი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში წარსადგენია უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის საქართველოში აღიარების დოკუმენტი;
- უცხოეთის ორგანიზაციის/დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტის (ცნობა,სხვ.) შემთხვევაში წარსადგენია დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი;
- შესაბამის დარგში ერთი სასწავლო კურსის სილაბუსი;
- შერჩევის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები;
- უცხოეთის ორგანიზაციის/დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტის (ცნობა,სხვ.) შემთხვევაში წარსადგენია დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი;
შესარჩევი ვადები:
საბუთების მიღება – 02.07.2021;
შერჩევის I ეტაპი(საბუთების შესწავლა და II ეტაპზე გადასულ პირთა ინფორმირება)-06.07.2021
შერჩევის II ეტაპი (გასაუბრება,რეგლამენტი-10-15 წთ) – 08.07.2021-09.07.2021
საბოლოო შედგების გამოცხადება: არაუგვიანეს 12.07.2021
საბუთების წარდგენა იწარმოებს ელ. ფორმით – ბტუ–ს ელ. ფოსტაზე: [email protected] გაგზავნით.
დაინტერესებულ პირთა ინფორმირებისათვის სამუშაო დღეები: ორშაბათი–პარასკევი, 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე.
დაინტერესებულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებელია ადამიანური რესურსების მართვის სამსახური. ელ. ფოსტა: [email protected]