BTU და Save the Children ერთობლივ პროექტს იწყებენ
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და საერთაშორისო ორგანიზაცია Save The Children-ის ინიციატივით, მაღალტექნოლოგიური პროექტი ბავშვთა ინკლუზიური განათლებისა და განვითარებისთვის საქართველოში სტარტს იღებს. თანამშრომლობა გულისხმობს მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების განათლების სფეროში, ხელოვნური ინტელექტის პლატფორმაზე დაშენებული საგანმანათლებლო და განმავითარებელი მასალის შექმნას, ექსპერტთა სესიებს მსოფლიოში წამყვანი განმავითარებელი აპლიკაციების ქართულად ადაპტირებისთვის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის Deeptech ჰაკათონის გამართვასა და სხვა მრავალ აქტივობას.
პროექტის ფარგლებში მაღალტექნოლოგიური პლატფორმის ამოქმედების და განმავითარებელი აპლიკაციების შექმნის მიზანია დასწავლის სხვადასხვა ტიპის სირთულის მქონე მოსწავლეებისთვის სწავლა-სწავლების ინოვაციურ მეთოდების დანერგვა და მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. პროექტი განკუთვნილია სკოლის ასაკის (6-18 წელი) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის, მათი მასწავლებლებისა და მშობლებისთვის.
პროექტი 2020 წლის შემოდგომიდან დაიწყება.