ინოვაციური პროექტები სოფლის მეურნეობაში, BTU-ს ინიციატივა 5.0 ახალ სექტორს ფარავს
აგრარული სექტორის ციფრული ტრანსფორმაცია, ინოვაციური პროექტები სოფლის მეურნეობაში, სმარტ მეურნეობა, ტექნოლოგიური მიღწევები – ხელოვნური ინტელექტი და ნივთების ინტერნეტი დარგის გასავითარებლად: BTU ინიციატივა 5.0 აგრიტექის განვითარებისთვის პროექტების და კვლევების ციკლის განხორციელებას იწყებს.
ინიციატივის ფარგლებში პარტნიორობა შედგა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან.
2021 წლიდან სტარტს აიღებს საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით შემუშავებული სასწავლო მოდულები პლატფორმა esx.ge–ზე. უფასო სასერტიფიკატო კურსები განხორციელდება მეხილეობის, მეფრინველეობის, მეცხოველეობის, სოფლის მეურნეობაში დრონების გამოყენების, ელექტრონული კომერციის და სხვა მიმართულებებით.
საგანმანათლებლო პლატფორმაზე უკვე ხელმისაწვდომია მასალა აგრარული მიმართულებით, რომელსაც ეტაპობრივად დაემატება მოდულები ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის მიმართულებით. დღეის მდგომარეობით პლატფორმაზე ხელმისაწვდომია შემდეგი მოდულები:
გზა ფერმერობისკენ – მეხილეობა; გზა ფერმერობისკენ – მებოსტნეობa; გზა ფერმერობისკენ – მეცხოველეობა; გზა ფერმერობისკენ – მეფრინველეობა; გზა ფერმერობისკენ – კალმახის წარმოება; გზა ფერმერობისკენ – მებაღეობა, სამკურნალო მცენარეები.
ინიციაიტვის ფარგლებში, აგრარული სექტორის მხარდასაჭერად, 2021 წელს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ეგიდით, ჩატარდება საერთაშორისო სამიტი, Agritech-ის კვირეული, ჰაკათონი და სექტორში არსებული სტარტაპების/მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების გამოფენა.
კვლევების მიმართულებით, აგრარულ სექტორში არსებული ტექნოლოგიების ანალიზი და საქართველოში სფეროს ციფრული ტრანსფორმაცია, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან ჩართულობით გაანალიზდება.