საინფორმაციო შეხვედრა -ახალგაზრდებში ძალადობისა და დანაშაულის პრევენციის შესახებ
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტეტის ინიციატივით და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ჩართულობით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის 11 დეკემბერს 13:00 საათზე და 15 დეკემბერს 13:00 საათზე, დისტანციურ ფორმატში ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა – ახალგაზრდებში ძალადობისა და დანაშაულის პრევენციის შესახებ.
საინფორმაციო შეხვედრაზე განხილული იქნება:
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ძალადობისთვის, თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე, ნაკლებად მძიმე და მსუბუქი დაზიანებისთვის, ოჯახში ძალადობისა და ცივი იარაღის ტარებისთვის.
- 11 დეკემბერი 13:00 საათი – გია მარკოიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი; თამარ ცხადაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი.
- 15 დეკემბერი 13:00 საათი ნიკა ჯალიაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი; ნინო ბლიაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი.