ყველაზე მოთხოვნადი კურსები IT-ს მიმართულებით BTU-ს სრული დაფინანსებით ჩატარდება
FLUTTER, Microsoft Azure, fintech, პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი, ფინანსური მენეჯმენი, UI/UX დიზაინი – ეს მხოლოდ ნაწილია იმ მიმართულებებისა, რომლის ტრენინგებზე წვდომაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიები მიმართულების სტუდენტებს საჩუქრად გადაეცემათ. სტუდენტების გადამზადების ინტენსიური პროგრამა სრულიად უფასოა და აღნიშნული ტრენინგების გავლა საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია. პროექტში უნივერსიტეტთან ერთად ჩართულები არიან BTU–ს საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორები. სწორედ მათთან თანამშრომლობის შედეგად მოხდა მრავალფეროვანი ტრენინგ კურსების შექმნა და შეთავაზება.
შეთავაზებული უფასო ტრენინგები მიზნად ისახავს უნივერსალური კადრების შექმნას, რომლებიც თანამედროვე დასაქმების ბაზარზე ძალიან მოთხოვნადი და ფაქტობრივად, უკონკურენტოები არიან. დაგეგმილ ტრენინგებს შორის არის კურსები როგორც ტექნიკურ საკითხებზე, ისე ფინანსებისა და დიზაინის მიმართულებით. საბოლოოდ კი სტუდენტს მრავალმხრივი ცოდნა ექნება თავისი პროფესიის შესახებ და ის წარმატებით შეძლებს როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო მოწინავე კომპანიებში დასაქმებას, ისე საკუთარი საქმის დაწყებას.
BTU–ს მიერ დაანონსებული თითოეული კურსი ეტაპობრივად ჩატარდება წლის განმავლობაში და შესაბამისად გახდება ცნობილი კონკრეტული თარიღები. მონაწილეობისთვის კი მხოლოდ რეგისტრაციის გავლა იქნება საჭირო.
გადამზადების ფარგლებში სტუდენტებს შემდეგი ტრენინგების გავლის შესაძლებლობა ექნებათ:
FLUTTER
Flutter Google–ის მიერ შექმნილი UI პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრებია. ის არის უნივერსალურ პროგრამა, რომელიც გამოიყენება Android, iOS, Linux, Mac, Windows, Google Fuchsia- ს და ვებსაიტების შესაქმნელად ერთი კოდური ბაზიდან. Flutter იყენებს Dart პროგრამულ ენას. Flutter არის უახლესი ტრენდი და გამოიყენება Google-ის ისეთი მთავარი აპლიკაციებისთვის, როგორიც არის Addwords, GooglePay.
კურსის ფარგლებში სტუდენტები ისწავლიან Flutter და Dart – ს ნულიდან. ინტენსიური კურსის დასრულების შემდეგ კი ისინი შეძლებენ ააგონ აპლიკაციები Flutter – ში.
Microsoft Azure
აღნიშნული ტრენინგის ფარგლებში დამსწრეები შეისწავლიან, თუ რას წარმოადგენს ღრუბლოვანი სერვისები როგორ არის მოწყობილი Microsoft Azure- ის წრუბლოვანი სისტემა, რა სახის სერვისების მიღებაა შესაძლებელი Microsoft Azure- ში. ასევე, როგორია ღრუბლოვანი ტექნოლოგიების ძირითადი იდეა, როგორ არის შესაძლებელი მათი გამოყენება აქტუალურ ამოცანებში და როგორი დასაქმების პერსპექტივა არსებობს.
აღსანიშნავია ისიც, რომ Microsoft Azure არის წამყვანი ტექნოლოგია, რომლის პროფესიონალები დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად სპეციალისტებად ითვლებიან.
პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების საფუძვლებს გლობალური ტესტირების სერტიფიცირების დამნეგრავი ISTQB-ის სტანდარტების მიხედვით. სტუდენტები გაეცნობიან ტესტირების სხვადასხვა ტიპებსა და დონეებს. ტრენინგის მიზანია, მონაწილეებს მისცეს ცოდნა, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ტესტირება პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
Fintech
შეხვედრაზე სტუდენტები ისწავლიან როგორია ფინტექ სტარტაპებისა და ბანკების თანამშრომლობის გზები, როგორ ხდება ბანკში არსებული მონაცემების გაცვლა API სერვისების საშუალებით და რა როლი აქვთ ფინტექ სტარტაპებს მომხმარებლისათვის უკეთესი ტექნოლგიური სერვისების შეთავაზებისთვის მაშინ, როცა მას სჭირდება საკუთარი ფინანსების მართვა.
შეხვედრაზე ასევე განხილული იქნება საქართველოს ბანკის API სენდბოქსი, რომელიც არის ვირტუალური იუზერი, რომლიც იძლევა შესაძლებლობას გაიტესტოს ნებისმიერი ფინტექ აპლიკაცია.
მონაცემთა ანალიტიკა
კურსი მიზნად ისახავს, მონაწილეებმა შეისწავლონ მონაცემთა ანალიზი პითონის საშუალებით, გაეცნონ მონაცემთა ანალიზისთვის საჭირო გავრცელებულ მეთოდებს და ისწავლონ მათი გამოყენება რეალური ამოცანების გადასაჭრელად.
ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლება
კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს ნეირონული ქსელების ფუნდამენტები და აჩვენოს მისი გამოყენების არეალები.
კურსი დაყოფილია 3 ნაწილად:
- ნეირონული ქსელების შესავალი
- კონვოლუციური ნეირონული ქსელები(CNN) და რეკურენტული ნეირონული ქსელების მოდელები(RNN) და მათ გამოყენება
- ბუნებრივი ტექსტების დამუშავებას NLTK ბიბლიოთეკის გამოყენებით, ტექსტების დამუშავება
კურსი – უნივერსალური კადრები
UI/UX დიზაინი
ამ ტრენინგის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან UI/UX დიზაინის შექმნას, მის ძირითად პრინციპებსა და პრაქტიკულ მუშაობას. სტუდენტებს საშუალება ექნებათ, დაუეფლონ როგორც ვებგვერდის, ისე მისი მობილური ვერსიის შექმნას, ასევე შეისწავლიან მობილური აპლიკაციის შექმნის პრინციპებს.
ფინანსური მენეჯმენტი
რადგან BTU-სასწავლო პროგრამების მთავარი პრინციპი რამდენიმე მიმართულების გაერთიანებაა, საინფორმაციო ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს შეუძლიათ გაიარონ კურსი ფინანსურ მენეჯმენტში. მის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან შემდეგ საკითხებს: ფინანსური ბაზრები და ფინანსური შუამავლები, ფული და ინფლაცია, მაკროეკონომიკური პოლიტიკა (ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა), საპროცენტო განაკვეთების არსი და გავლენა მოხმარებაზე, ინვესტიციებზე და წმინდა ექსპორტზე, ფულის ღირებულება დროში და კიდევ არაერთი საინტერესო საკითხი.
პროგრამირების ენები
ამ კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ჰიპერტექსტური მარკირების სხვადასხვა ენას, მათ შორის, Advanced HTML და CSS, Javascript ES6, Angular და Typescript.