ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს იტალიის რესპუბლიკის ელჩი ეწვია
7 ივლისს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია იტალიის რესპუბლიკის ელჩი – მისი აღმატებულება ენრიკო ვალვო.
ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები იტალიურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ტექნოლოგიურ პარკებთან; მოხდა შეთანხმება იტალიური ენის, როგორც არჩევითი საგნის, დანერგვაზე ბტუ-ში; ასევე, განხილულ იქნა მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობის გეგმა იტალიის სავაჭრო პალატების გაერთიანების ჩართულობით.