BTU-ს ორგანიზებით ჩატარებული მათემატიკის ახალი ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარებული მათემატიკის ოლიმპადა აბიტურიენტებისთვის კომაროვის სკოლის მოსწავლეების გამარჯვებით დასრულდა.
პირველ ადგილზე გავიდნენ თეიმურაზ თოლორაია და მისი მასწავლებელი დიმიტრი არაბიძე, მეორე ადგილზე – ლუკა კოპაძე და მასწავლებელი სოსო ქრისტესიაშვილი, ხოლო მესამეზე – ლუკა მუშკუდიანი და მისი მასწავლებელი ვალერი ზატუაშვილი.
მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ადგილების შესაბამისად გადაეცათ ფულადი ჯილდო 1000–1000, 700–700 და 500–500 ლარის ოდენობით..
ოლიმპიადა საქართველოს მათემატიკოსთა კავშირთან თანამშრომლობით ჩატარდა და ჟიურის წევრები მათემატიკოსთა კავშირის წევრებს წარმოადგენდნენ.