საერთაშორისოდ სერტიფიცირებული ანტრეპრენერი სტუდენტები – BTU ახალ სტანდარტს ნერგავს
მეწარმეობა ის საგანია, რომელსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი, განურჩევლად პროგრამისა და საფეხურისა, სწავლობს. საგნის სწავლება პირველივე სემესტრიდან იწყება და ერთგვარი აქსელერატორის ფორმატი აქვს, სადაც სტუდენტები ინოვაციურ იდეებს აგენერირებენ, ეტაპობრივად სწავლობენ როგორ შექმნან ბიზნეს მოდელი, მოიძიონ ინვესტორები და დაფინანსება, გავიდნენ ბაზარზე და გაუწიონ კონკურენცია უკვე შემდგარ და წარმატებულ სტარტაპებს. ყოველი სემესტრის დასასრულს, პარტნიორებთან ერთად სტარტაპ ბუთქემფი იმართება და საუკეთესო იდეები სტარტაპების დემო დღეზე გადის. პარტნიორების სია შთამბეჭდავია: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტი, თბილისის მერიის ბიზნეს აქსელერატორი, კერძო საინვესტიციო ფონდები საქართველოდან და ისრაელიდან, ცოტა ხნის წინ, პარტნიორებს მსოლფიოში საუკეთესო უნივერსიტეტი, გამორჩეული სტარტაპ ეკოსისტემით, MIT შემოუერთდა. ეს ფაქტი მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ BTU-ს სტუდენტებისთვის, არამედ საქართველოს სამეწარმეო ეკოსისტემისთვის ზოგადად.
ახლა, BTU აანონსებს, რომ უკლებლივ ყველა სტუდენტს, შესაძლებლობა ეძლევა მიიღოს საერთაშორისო სერტიფიცირება მეწარმეობაში და სხვა დისციპლინებში. საგნის სწავლებისას, ჩაშენდება ის სტანდარტები, რომელიც აღიარებულია მსოფლიოში და რომელიც მისცემს მათ შესაძლებლობას, ჩააბარონ ონლაინ გამოცდები და გახდნენ საერთაშორისოდ სერტიფიცირებული ანტრეპრენერები. აღნიშნული ინიციატივის განხორციელება იწყება HP Life პროგრამით, რომელიც კურიკულუმის ნაწილი ხდება და გრძელდება MIT, Stanford, Udemy და სხვა კურსებით, რომლის კომპონენტები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ისწავლება.
მნიშვნელოვანია, რომ ეს ინიციატივა არ გაზრდის სწავლის საფასურს და ჩაშენდება პროგრამებში, რომლის წლიური საფასური 2250 ლარია.