ეთნიკური უმცირესობის ჯგუფებისთვის, ქართული ენის შემწავლელი უფასო ონლაინ კურსი იწყება
საქართველოში მცხოვრები ეთინიკური უმცირესობის ჯგუფებისთვის, მარნეულში და ნინოწმინდაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის BTU ახალ პროექტს იწყებს. პროექტის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობის ჯგუფებისთვის ქართული ენის შემსწავლელი ონლაინ კურსი უფასოდ ხდება ხელმისაწვდომი სკოლის მოსწავლე ახალგაზრდებისთვის.
პროექტი BTU–ს ინიციატივა 5.0–ის ფარგლებში Edtech–ის მიმართულებით Lingwing-თან პარტნიორობით ხორციელდება. Lingwing უცხო ენების შემსწავლელი ინოვაციური ონლაინ პლატფორმაა, რომელმაც ქართული ენის კომპეტენციის გასაუმჯობესებელი ინსტრუმენტი სპეციალურად საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის ჯგუფებისთვის შექმნა. კომპანიამ, რომელიც საქართველოში უცხო ენების შესწავლის მიმართულებით მოწინავეა, ამჯერადაც მეტად მოსახერებელი და პრაქტიკული პროგრამა შექმნა.
ქართული ენის კომპეტენციის ასამაღლებელი კურსი BTU-ს კიდევ ერთი პროექტია, რომელიც ზოგადად ქვეყანაში განათლების დონის ამაღლებას ისახავს მიზნად.