“სტარტაპების დაფინანსების უპრეცედენტო მასშტაბები” – გლობალური სტარტაპ ფონდი მესამე ღონისძიებას მართავს
საერთაშორისო ვენჩურული ფონდები და ენჯელ ინვესტორები აშშ-დან, ისრაელიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, ენჯელ ინვესტორები საქართველოდან, მსოფლიოს უმსხვილესი MIT-ს სამეწარმეო ცენტრის წევრობა, ახალი საინვესტიციო პროდუქტი და დემო დღე, რომელიც მაისში BTU-ს ორგანიზებით გაიმართება – გლობალური სტარტაპ ფონდი მასშტაბებს აფართოებს და სტარტაპების შერჩევას იწყებს.
BTU-ს ბაზაზე, ისრაელის სილიკონ ვადისთან პარტნიორობით დაფუძნებული გლობალური სტარტაპ ფონდი სტარტაპების დაფინანსებისთვის მაისში ემზადება.
რიგით მესამე ღონისძიება გააერთიანებს საერთაშორისო პარტნიორებს, მსხვილ ინვესტორებს და სტარტაპ ეკოსისტემის გამორჩეულ მონაწილეებს მსოფლიოდან. გლობალური სტარტაპ ფონდი არის პირველი საერთაშორისო სტარტაპ ფონდი საქართველოში, რომელიც სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზე დაფუძნდა და პირველი მსხვილი დაფინანსება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, 1 300 000 ლარის ოდენობით, სტარტაპ Echolize-ში განახორციელა. ფონდის ორგანიზებით, ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორების მონაწილეობით, ყოველწლიურად იმართება შეხვედრა ქვეყნის მოწინავე სტარტაპებთან მათი შემდგომი დაფინანსებისა და პარტნიორობის პოტენციალის განსახილველად.
გლობალური სტარტაპ ფონდი ორგანიზებას უკეთებს სტარტაპების ფიჩინგ დღეებსა და ინვესტორებთან პირისპირ შეხვედრებს, ინვესტორთა დახურულ ღონისძიებებს, მასტერკლასებს მსოფლიოს მოწინავე სტარტაპ ეკოსისტემებიდან, ახდენს საერთაშორისო ექსპერტიზის გაზიარებას, ორგანიზებას უკეთებს შეხვედრებს სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუციებთან და საქართველოში შექმნილი სტარტაპებისთვის ხსნის წვდომას დაფინანსების სხვადასხვა წყაროებთან.
2021 წლის თებერვლიდან, MIT-ს სამეწარმეო ცენტრში გაწევრიანების შემდეგ, BTU-ს სტარტაპ ფონდის ყველა პარტნიორ კომპანიას და ინვესტორს გაეხსნა წვდომა Martin Trust Center-ის საერთაშორისო ქსელთან, გაჩნდა შესაძლებლობა მსოფლიოს წამყვან ღონისძიებებზე და დემო დღეებზე დასწრების და საერთაშორისო ბაზარზე სწრაფი განვითარების. აღნიშნული შესაძლებლობებით გლობალური სტარტაპ ფონდის შერჩეული კომპანიები ისარგებლებენ.
ფინანსებთან წვდომის სხვადასხვა შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად, გლობალური სტარტაპ ფონდის სტრატეგიულმა პარტნიორმა, თიბისი სტარტაპერმა ახალი სტარტაპ საინვესტიციო პროდუქტი შექმნა, რომელიც აგრეთვე ხდება ხელმისაწვდომი კომპანიებისთვის და სტარტაპის დაფინანსების მსურველი ინვესტორებისთვის.