ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ გლობალური სტარტაპ ფონდის პარტნიორია
ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ გლობალური სტარტაპ ფონდის მხარდამჭერი გახდა. მაისში დაგეგმილ ღონისძიებაზე სტარტაპებს დაფინანსების მისაღებად სხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ინვესტორებთან ერთად ფედერაციის წევრი კომპანიები და ინდივიდუალური პირებიც შეხვდებიან. ფონდი ორგანიზებას უკეთებს სტარტაპების ფიჩინგ დღეებსა და ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებთან პირისპირ შეხვედრებს.
„ქალები მომავლისთვის“ მხარს უჭერს ინიციატივებს ქალ ბიზნეს ლიდერთა მხრიდან, ქალთა სოციალურ ჩართულობას და პროფესიულ ზრდას. ფედერაცია ხელს უწყობს ინოვაციურ ბიზნეს ინიციატივებს და თავისი წვლილი შეაქვს ბიზნესის დაწყების წახალისებაში. ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძე აღნიშნავს, რომ ფედერაციის წევრებისთვის გლობალურ სტარტაპ ფონდთან თანამშრომლობა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია.
„გლობალური სტარტაპ ფონდთან თანამშრომლობით დავიტერესდით, რადგან ის პირველი საერთაშორისო სტარტაპ ფონდია საქართველოში, რომელიც შექმნილია სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზე BTU-ს მიერ და მიზნად ისახავს ქვეყანაში არსებული ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერას გლობალურ ბაზრებზე მდგრადი განვითარების პროცესში. ჩვენ, როგორც ბიზნესლიდერთა ფედერაციას, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა დარგში მოღვაწე 55 მდე კომპანიას და 70 მდე ინდივიდუალურ პირს, რომელთაც ერთის მხრივ აქვთ საკუთარი ბიზნესი და მეორეს მხრივ მუდმივად სიახლეების და ახალი საინვესტიციო სფეროების ძიებაში არიან, გლობალური სტარტაპ ფონდთან თანამშრომლობით, გვაქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ ქვეყნის მოწინავე სტარტაპებთან გამართულ შეხვედრებში, მათი შემდგომი დაფინანსებისა და პარტნიორობის პოტენციალის განსახილველად. შესაბამისად ფედერაციისა და მისი წევრებისთვის საინტერესოა ფონდთან თანამშრომლობა, პოტენციური ინვესტორის რანგში, რომ გავიცნოთ ჩვენს ქვეყანაში მოღვაწე სტარტაპები და წვლილი შევიტანოთ ახალი სტარტაპების მხარდაჭერაში და ინოვაციური პროცესების სტიმულირებაში რაც უზრუნველყოფს ბიზნესის სამომავლო განვითარებას, რაც მთლიანობაში აისახება ქვეყნის სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებაზე,“ – აცხადებს ნინა კობახიძე.
როგორც BTU-ს სამეწარმეო ცენტრის ხელმძღვანელი თამარ ჯაფარიძე აცხადებს, ბიზნესფერედაციის „ქალები მომავლისთვის“ მხარდაჭერა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქალების გაძლიერების მიმართულებით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიც არაერთ აქტივობაშია ჩართული.
„გლობალური სტარტაპ ფონდის კიდევ ერთი პარტნიორია ორგანიზაცია “ქალები მომავლისთვის”. პარტნიორობა ხელს შეუწყობს ქალი სტარტაპერების როლის გაძლიერებას ეკოსისტემაში, როგორც უშუალოდ ბიზნესის წამოწყების ასევე ფინანსებთან წვდომის თვალსაზრისით,“ – აცხადებს თამარ ჯაფარიძე.
ბიზნესფედერაციის პარალელურად, მრავალფეროვანია ჩამონათვალი კომპანიების და ფონდების, რომლებიც გლობალური სტარტაპ ფონდის პარტნიორები არიან და ფიჩინგ სესიაზე ქართულ სტარტაპებს შემდგომი თანამშრომლობის პირობებზე სასაუბროდ შეხვდებიან. მათ შორის არიან: Angel ინვესტორები აშშ-ს სილიკონ ველიდან, ისრაელის სილიკონ ვადიდან, ინვესტორები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, Webiz, Women in Tech, USMAC, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, კედარი ვენჩერსი, GIS – Georgian Integrated Systems, რედბერი და სხვა ფონდები და ორგანიზაციები.
გლობალური სტარტაპ ფონდის ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებთან შესახვედრად, სტარტაპების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია მითითებულ ბმულზე